თურქეთში მიწისძვრის შედეგად 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 4 574

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 179 მიაღწია. თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 605-ს მიაღწია. სირიაში სტიქიას მინიმუმ 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160-ზე მეტი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და 1 414 კი - სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამასთან, სამაშველო ოპერაციები გრძელდება და მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას ცდილობენ.

სტამბოლის მერის თქმით, მაშველებმა კვირას, მიწისძვრიდან 162 საათის შემდეგ, ჰათაიში თინეიჯერი გოგონა აიშე გადაარჩინეს. მედიის ინფორმაციით, მაშველებმა, კვირას, 50 წლის ქალი, სახელად გულერ აგრიტმისიც, გადაარჩინეს.