შტატს საკუთარი სურნელი ექნება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლებას სურს, ღია ცეცხლზე შემწვარი წიწაკა ჩილის სურნელი შტატის ოფიციალურ არომატად აღიარონ. თუკი დეპუტატები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ნიუ-მექსიკო ამერიკაში პირველი შტატი იქნება, რომელსაც ჰიმნის, დროშის, ემბლემისა და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების გარდა, ოფიციალურად, საკუთარი სურნელიც ექნება. საკუთარი არომატის მინიჭება შტატში ტურისტებსაც მეტად მოიზიდავსო, - იმედოვნებენ ხელისუფლებაში და კოლორადოდან აშშ-ში, ჩილის მეორე„დედაქალაქიდან“, სტუმრების გადაბირებასაც ეცდებიან. 

ყოველწლიურად, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, დაბრაწული წიწაკის მოტკბო არომატით არის გაბრუებული ნიუ-მექსიკოს ყოველი კუთხე-კუნჭული და შეუძლებელია, ეს სურნელი რამეში აგერიოთ. ეს შტატი ამარაგებს მთელ ქვეყანას ჩილის 60%-ით. ადგილობრივებს უამრავი ნაციონალური ატრიბუტი თუ სიმბოლო აქვთ, ზოგჯერ მეტად უცნაურიც კი. შტატს აქვს საკუთარი ყვავილი - იუკა, საკუთარი ოფიციალური მწერი - ტროპიკული კრაზანა. ახალი მექსიკელების გარდერობის აუცილებელ ატრიბუტად ითვლება ჰალსტუხი-თასმა, სატრანსპორტო საშუალება კი - საჰაერო ბურთია. ახლა, ამ ყველაფერს, შტატის ოფიციალური, ჩილის სურნელიც მიემატება.