Menu
RSS

საქართველოს უახლესი ისტორიის მიზნობრივი პროფანაციისთვის მებრძოლებს

(პასუხად პროფ.შ. ვადაჭკორიას და მის დამქაშებს) 

,,გოგრა არ გახდება შირაზის შუშა, 

რა გინდა მაღლა თახჩაშიაც შაიწყოს!!!'' 

(საიათნოვა) 

წერილი I. აი, რა ვერ გაიგეს ამბიცუირმა ისტორიის ფალსიფიკატორებმა 

ქართულ საზოგადოებას ახალი გველისმჭამელი მინდია გამოუჩნდა. ძველმა, ვაჟა-ფშაველას ხევსურმა მინდიამ თუ გველის იძულებითი შეჭმით ჩიტებისა და ბუნების ენას გაუგო და ხევსურეთის სახით ქართველთა საერთო სამშობლოს მტრების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას მოახმარა, ჩვენმა თანამედროვე, გურულმა მინდიამ გველი იძულებულმა კი არა,სხვისი, ანუ მიხეილ ჯავახიშვილის პოლიტიკური ცხოვრების ცნობილი გამყალბებლის მანანა ხომერიკის და მენშევიზმის მეხოტბე ინსტიტუტების მესვეურთა წაქეზებით შეჭამა და ამიტომ ისე მოხდა, რომ მხოლოდ წამქეზებლის ენა გაიგო და ისიც, მხოლოდ ცოდვილი გურული პატრიოტების ვალიკო ჯუღელის ნოე ხომერიკის მათ თანამოაზრე თანამებრძოლთა და დამკვალიანებელთა 1922-1924 წლების ექსტრემისტულ-ავანტიურისტული ისტორიის რეამინაციის მაგალითზე მოახვია თავს, მისი აზრით, ეროვნული ცნობიერებით ,,დამბლადაცემულსა'' და მაშასადამე, დაკოდილ თანამედროვე საქაერთველოს. მკითხველ საზოგადოებას ეს ახალი გურული მინდია გახლავთ მ. ხომერიკის, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტისა და ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მესვეურთა მიერ დაკვალიანებული, ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან არსებული ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუDშაკი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ვადაჭკორია. მას თავი მოაქვს, რომ საიდუმლო არქივების მცოდნეა, 24 წიგნისა და უამრავი სხვა ნაშრომის ავტორია. ამავე დროს პროფ. შ. ცადაჭკორიამ დასახელებული ინსტიტუტების ეგიდით და მაშასადამე, მათი ხელმძღვანელობის დაკვეთა-წაქეზებებით, ბოლო დროს, გამოაქვეყნა 118 გვერდიანი წიგნი - ,,შეიარაღებული აჯანყების სამხედრო გეგმის გაცემის დაზუსტებისათვის'' (თბ. 20017). მასში საქართველოს 1923-1924 წლების ანტბოლშევიკური სამოქალაქწო ომისა და წინასწარ დამარცხებისათვის განწირულ აჯანყებაში დაღვრილი სისხლის გამო ბრალდებული უზენაესი ორგანოების ხელმძღვანელთა წინდაუხედავი და ამის გამო ეროვნული უბედურების გამომწვევი საქმიანობა გაგვიშუქეს მცდარად - როგორც გამართლებული გმირობა ამ წიგნის მეცნიერ-რედაქტორია სტივენ ჯონსი, ხოლო რედკოლეგიის წევრებად მითითებული არიან - ქრისტინე ფაღავა ბულეზი, შარლ ურევიჩი, სტივენ ჯონსი და ნატო სონღულაშვილი. ამ საპატიო ოთხეულიდან მხოლოდ პატივცემულ ნატოსთან შევძელი გასაუბრება, რომლის დროსაც გავიგე, რომ მან, ამ ოდიოზური წიგნის არსებობის შესახებ მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ გაიგო. ამის მერე, იგივე მითხრეს ივანე ჯავახიშDვილის უნივერსიტეტის ზოგმა სხვა თანამშრომელმა ისტორიკოსებმაც. აქ სავალალო განსაკუთრებით ის არის, რომ ამ წიგნით ავტორმა - და მისმა დამკვალიანებლებმა შემოგვთავაზეს არა დასახელებული თემის გამოკვლევა-გაშუქება, არამედ უმთავრესად ვალიკო ჯუღელისა და ალექსანდრე ზაქარიაზიძის, შემეცნებისათვის საინტერესო, მაგრამ პრაქტიკულ ღირებულებას მოკლებული საბრძოლო საქმეები და მათი რეალიზაციის სავალალოდ გაზვიადებული ისტორიის უამრავი აბსურდი. მათ გამოაცოცხლეს ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა და 1924 წლის აჯანყების ისტორიის გაგების კარგად დაძველებული, მენშევიკური ვერსია. იგი ამასთანავე, ისე დაგვანახეს, თითქოს 1924 წლის, ერთი მხრივ პატრიოტული ორგანოების ხელმძღვანელთა, ხოლო მეორე მხრივ ბოლშევიკური რეჟიმის მეთაურთა მიერ პროვოცირებული, უდროოდ წარმოებული ეროვნული უბედურების მომტანი აჯანყება, „საფეხურებრივად“ საუკეთესოდ იყო ორგანიზებული და კიდეც გაიმარჯვებდა, რომ არ ყოფილიყო „დასმენა“ და „ღალატი“ ეროვნულ-დემოკრატების, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის მხრივ. მაშასადამე, ახლა ამ „ახლის“ აღმომჩენებს დაუსახავთ, მათი გაგებით, დამბლადაცემული ეროვნული ცნობიერების მქონე თანამედროვე ბედკრული საქართველოს მიძინებული საზოგადოების საღათას ძილიდან გამოყვანა. 

პროფ. შ. ვადაჭკორიას წიგნში ვკითხულობთ: „დღევანდელი გადასახედიდან, როცა ეროვნული ცნობიერება დამბლადაცემულ მდგომარეობაშია და „პოლიტიკური ელიტის“ საფიქრალს, მხოლოდ მილიონების შოვნა და განუზომელი რაოდენობით უძრავი ქონების შეძენა წარმოადგენს, ამ ფონზე XX საუკუნის 20-იანი წლების ქართველთა თავდადება სამშობლოს წინაშე, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს (გვ. 3 ხაძგასმა ჩემია). 

ზემოთ ნათქვამში ახალ მინდიას იმ მხრივ ვეთანხმები, რომ 1924 წლის აჯანყების დროს მოტყუებული და მოსპობილ-გაუბედურებული ეროვნულ-პატრიოტი მასების მსხვერპლი მართლაც დასაფასებელია. მაგრამ ავტორსა და მის დამკვალიანებლებს ვერ ავყვები ქართველი ხალხის მცდარი გეზით გამაუბედურებელი ბელადების გამამართლებელ ქებაში და მათ მიერ აჯანყებისმთავარი ორგანიზატორთა სავალალო გამოცდილების პრაგმატული ღირებულების გამოყენების საკითხში. დიახ, მათ ვერ დავეთანხმები ვერც თანამედროვე საქართველოს ეროვნული ცნობიერების მდგომარეობისა და ისტორიის მიზნობრივი გაყალბების გამო. მათი მთავარი ნაკლი მაინც ის არის რომ ისინი სადღეისოდ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალის სახით გვთავაზობენ ისტორიის და ჩვენი ეროვნული ცნობიერების მენშევიკურ-ექსტრემისტულად შეფასება-გაგებასა და გარდაქმნას 1923-1924 წლების მსგავსი, ახალი სისხლის ღვრის ორგანიზებით. ეს ნეომენშევიკური სწავლება პროფ. შ. ვადაჭკორიას და მის დამქაშებს შემოაქვთ დასახელებული ინსტიტუტების ხელმძღვანელთა თანადგომით, ჩვენი თანამედროვე მკითხველი საზოგადოებიის ვირ-ეშმაკურად მოტყუებით, მენშევიკური კონტრაბანდის სახითა და ეროვნული უნივერსიტეტის არხით. ამ დროს მათი ვირეშმაკობა გამოიხატა კონკრეტულად იმაში, რომ ისინი თავიანთი პასკვილის დამაჯერებლობის გაძლიერების მიზნით მკითხველის მოტყუებას ცდილობენ მკვლევარ-სპევიალისტთა მათ შორის პირადად ჩემი საწინააღმდეგო აზრების მიჩქმალვით, მოწინააღმდეგეთა დაკნინებით, წყაროების ყალბი ინტერპრეტაციით, ალტერნატიული კონცეფციის მქონე ავტორის მიმართ ცილის წამებითა და მისი ოდიოზურ პიროვნებად გაყალბების მეცნიერისთვის სამარცხვინო მეთოდით და ამ გზით უხრიკავი გაიხადეს სახრიკავად... 

დავუშვათ, რომ მკითხველებმა განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობამ დაიჯერა მათი პროპაგანდა და „დამბლადაცემული ცნობიერებიდან“ გამოსულმა ახალი, 1923-24 წლების მგავსი სამოქალაქო ომი მოაწყო, ამის მერე რა შემოგვრჩება?! უკეთეს შემთხვევაში, ალბათ მსგავსი იმისა, რაც წარსულმა სამოქალაქო ომებმა მოგვიტანა დიდი ეროვნული უბედურება და „აპოთეოზი“ (იხ. იქვე, გვ. 8). მაგრამ თუ ჩვენი ერი კიდევ ერთხელ გაუბედურდება, ვიღას უნდა ასეთი აპოთეოზი?! 

მას შემდეგ როცა ბატონი შოთა-მინდიას მიერ მ. ხომერიკისგან ნასაზრდოებ ამ წიგნის ფუტურო და მავნე აზრებს გავეცანი, როგორც ამ თემაზე გამოქვეყნებული ალტერნატიული აზრებისა და კონცეფ ციის შემცველი მონოგრაფიების ავტორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალურ, 2017 წლის 16 მაისის, საჯარო სხდომაზე, წიგნის ავტორისა და გამომქვეყნებელთა ყოველგვარი პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე გულახდილად განვაცხადე, რომ ოკუპირებული და ფაქტობრივად ანექსირებული საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის გაშუქებას ასამდე ავტორის ასზე ბევრად მეტი სხვადასხვა სახის პუბლიკაცია მიეძღვნა. მათ და ჩემს მიერ მოძიებული ფაქტებისა და გამოქვეყნებული აზრების ანალიზის საფუძველზე დავადგინე, რომ პროფ. შ. ვადაჭკორიას და მისი წინამორბედის მიერ ჩატარებული მუშაობა ისტორიოგრაფიული ღირებულებით მცდარია, ხოლო მათ მიერ გამოცხადებული მიხეილ ჯავახიშვილის 1923 წლის 29 მარტს ჩეკასადმი მიწოდებული ნოე ხომერიკის დასმენა (იქვე, გვ. 55, 59) არ არსებობს და ასეთი „დასმენა“ არც როდისმე არსებულა, 1923-1924 წლების მენშევიკურმა ექსცესებმა კი, სინამდვილეში 1923-1924 წლების უბედურობები გამოიწვია. ანტისაბჭოთა ექსტრემისტულ-ავანტიურისტული ბრძოლის ხელმძღვანელი ორგანოების უზენაესი ლიდერების წამქეზებლურმა საქმიანობამ, მათ შორის საქართველოს რიგითი პატრიოტი მებრძოლების მოტყუებითმა დაიმედებამ და სხვა უამრავმა შეცდომებმა, როგორც ცნობილია, ეროვნულ მოძრაობაში, ექსტრემისტ-ავანტიურისტი მენშევიკი ლიდერების როლი, სამწუხაროდ ხალხისა და ერისთვის კატასტროფის მომტანი აღმოჩნდა. ამას გვისაბუთებს შესაბამისი ისტორია და ჩემთვის ცნობილი 50-მდე თანადროული სახელოვანი ქართველი თვალსაჩინო მოღვაწე-პოლიტიკოსის, მათ შორის, მენშევიკ არაექსტრემისტ ლიდერთაგან ყველაზე გამორჩეული პიროვნებების ჩაგონება რომელსაც ვერცერთი ახლის აღმოჩენის მოტრფიალე ისტორიკოსი და მათ შორის, ვვერც პროფ.შ. ვადაჩკორია გაექცევა. ასე მაგალითად: 

1. აკაკი ჩხენკელის სწორი აზრით: „პატარა ერმა რისკი არასდროს არ უნდა გასწიოს და ეს მით უფრო ნაკლებ მაშინ, როცა საქმე გვაქვს ისეთ საშინელ და ბარბაროს მტერთან, როგორიცაა რუსეთის ბოლშევიზმი, რომელიც მზადაა ფიზიკურად გაგვჟლიტოს“; აკ. ჩხენკელი ბრძანებს: „ერი დამარცხდა და სხვაგვარ არ შეიძლებოდა, ეს უნდა სცოდნოდა ჩვენს საზღვარგარეთელ ორგანოს, მას უნდა მიეღო ზომა, რომ გამოსვლა არ მომხდარიყო. მას უნდა სცოდნოდა, რომ კავკასიის მასშტაბით არ მოხდებოდა გამოსვლა, არც უცხოეთიდან იქნებოდა დახმარება. მაშ ის უნდა ჩარეულიყო და ეთქვა დამკომისთვის შეჩერდით. ქართველი ერი და მისი ხელმძღვანელები შე-ჩერდებოდნენ...“ (იხ. ნ. კირთაძე, რა მოხდა, თბ. 1997, გვ. 43-44). ეს პიროვნება, მენშევიკებს შორის, იყო გონიერების გამოსხივება. მან ჯერ კიდევ 1924 წლის დასაწყისში პრინციპულად გაილაშქრა მენშევიკური ემიგრანტული მთავრობის იმ სხდომის მონაწილეთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელთაც (ნ. ჟირდანიამ, ნ. რამიშვილმა, გეგეჭკორმა და სხვ.) საქართველოს ემიგრანტული მთავრობის სტატუსის უახლოეს ხანში ამოწურვის შიშით, თანხმობის გადაწყვეტილება, გამოუტანეს „საზღაპროდ მიჩნეულ“ (კანდელაკი) ნოე ხომერიკის 1923 წლის 8 ნოემბრის ავანტიურისტულ შემონათვალს, რომელიც საქართველოსა და კავკასიაში გათვალისწინებულ საყოველთაო აჯანყების მხარდაჭერას მოითხოვდა; 

2. ირაკლი (კაკი) წერეთელი საჯაროდ აცხადებდა: „აჯანყებულები (ანუ ხალხი - გ.ც.) დავგმოთო არავის უთქვამს“; მაგრამ „ჩვენ რომ თვითეული ხელმძღვანელის ქცევის გასამართლებაც მოგვეთხოვა ეს არ იქნებოდა აჯანყებულთა საქმის შეურაცხყოფა... აჯანყების კეთილშობილი მიზანი არ ანთავისუფლებს ხელმძღვანელ ორგანიზაციებს (ემიგრანტულ მთავრობას, დამკომსა და მითუმეტეს მათ ლიდერებს - გ.ც.) იმის პასუხისმგებლობისაგან, თუ რამდენად სწორი (ანუ - „არასწორი“ - გ.ც.) იყო მათი ტაქტიკა, მათი ხელმძღვანელობა...“ (იქვე, გვ. 47). ჩემი აზრით ეს აზრი სავსებით გამართლებულია; 

3. შალვა ამირეჯიბი, როგორც აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მისი გამართლებისთვის ერთხანს დამაშვრალი მოგვითხრობს, რომ დამკომის თავმჯდომარეს, კონსტანტინე ანდრონიკაშვილსა და მეორე დღეს კი, პირადად მას მთელი საათნახევრის განმავლობაში ესაუბრა აჯანყების წინ საზღვარგარეთიდან ჩამოსული, ქართველთა ჯანყისთვის არასასურველი საერთაშორისო სიტუაციის ზედმიწევნით მცოდნე - ნიკო ნიკოლაძე. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ხელი აეღოთ ქართველთა საყოველთაო აჯანყების წამოწყებაზე, მაგრამ ამაოდ. 

4. გიორგი კერესელიძე შ. ამირეჯიბისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ მეგობრულ წერილში წერს: „ჩემო შალვა, ჩვენ დავღუპეთ საქართველო, სტალინებმა და ჟორდანიებმა კი მოსპეს“. 

5. სოფიო ჩიჯავაძე-კედია წერს - შ. ამირეჯიბისა და თანამოაზრე - თანამებრძოლებისათვის აჯანყებამდე იყო ცნობილი (ედპ-ს აღიარებული ლიდერის - გ.ც.), სპირიდონ კედიას უარყოფითი აზრის შემცველი შემონათვალი. 

6. ეროვნულ-დემოკრატების ბრძენი ლიდერი, სპ. კედია კი, 1924 წლის აჯანყებისა და მისგან გამოწვეული დიდი ეროვნული უბედურების გამო, დაუფარავად გამოსთქვამდა საყვედურს - „ის ქართველნი და უკეთესნი, რომლებიც ათასობით დაიხოცნენ, ცოცხლად რომ დარჩენილიყვნენ, ამ ჯანმრთელი პატრიოტული ელემენტების არსებობა, თვით საბჭოთა პერიოდშიც, ქვეყანას დიდ სარგებლობას მოუტანდა - ამ კარგთა ამოწყვეტამ ცუდებსა და უვარგისებს გაუხსნა გზა“. დიახ, ამას ადასტურებს უამრავი მაგალითი... 

7. უშედეგო და დამღუპველი ექსტრემიზმის ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე, მიხეილ ჯავახიშვილის ჩვენამდე მოღწეულ უბისწიგნაკში, 1924 წლის აჯანყების ტრაგიკული შედგების გამო, წერია: „ისე დავდივარ ჩემს დედაქალაქში, როგორც სასაფლაოდან დაბრუნებული ქვრივი“. იგი მიიჩნევს, რომ: „ჩვენი ქედფიცხობა - ნაკლია“; „ქართველებმა უამრავი ენერგია ჩამარხეს შავ მიწაში. ამის ნაცვლად იგი სავსებით რომ გაეშალნათ“. 

ჩემი აზრით, ყველა ეს მეამბოხე ექსტრემისტი-ავანტიურისტების - ნ. ხომრიკის, ვ. ჯუღელისა და მათ თანამოაზრე-თანამებრძოლთა ალტერნატიული ხედვა არა მარტო ბრძნული და გასათვალისწინებელია, არამედ, 1923-1924 წლებისა და შემდგომი ხანის მკვლევარებისთვის სახელმძღვანელო მეთოდოლოგიური პრინციპია, მაგრამ მას ანგარიშში არ ღებულობენ პროფ. შ ვადაჩკორია და მისი მხარდამჭერები. 

უთუოდ აბდალა კაცი, რომელსაც არ უნდა გაიგოს და დაიჯეროს რომ: ზემოთ გადმოცემულსა და მზგავს აზრებს ,,უსაფლაო გმირების სულში ჩაფურთხების'' კიარა, არამედ მეთოდოლოგიური მნიშვნელობა აქვთ, რადგან, როგორც ცნობილია, ბოლშევიკები იმ საქმის გამარჯვები-სათვის, რომელსაც სოციალიზმად სახავდნენ, არაფერს ერიდებოდნენ და არც არავის ინდობდნენ. მათ სამოქალაქო ომის წლებში 10 მილიონამდე მოწინააღმდეგე თანამემამულე მოსპეს და რუსეთის 2 მილიონზე მეტი

ელიტარული წარმომადგენლობა გაუსაძლისი ემიგრანტული ცხოვრებისათვის გასწირეს. ეს ისტორიის მძვინვარე მაგალითი ბოლშევიკური რუსეთის იმპერიიდან საქართველოს გამოყოფის უილაჯო მოსურნეებისათვის დასავიწყარი როდია, მაგრამ ახლა, ახალი მინდია და მისი დამკვალიანებლები, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის და სხვ. დანაშაულებრივი შეცდომა პატარა საქართველოს ხალხს უმართლებენ ნოე ხომერიკის, ვალიკო ჯუღელისა და აგრეთვე მათი მესვეურების უანგარიშო ექსტრემისტულსა და ავანტიურულ მეცადინეობას და მათ მასობრივი უბედურების მომტან შემოქმედებას გვისახავენ მოქმედების მაგალითად. მათ სხვა მრავალთა და თუნდაც მათ მიერ ვითომ გაკრიტიკებული, სინამდვილეში კი, ჩემი, მათთვის გაუგებარი ჩემი მეცნიერული გამოკვლევებიდან უნდა იცოდნენ, რომ საბჭოთა 20-იან წლებში საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნება-აღორძინების ისტორიის მიერ გამართლებული ილიასეული ხაზი, ისევე, როგორც რუსიფიკაციის XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მოჰყავდა არა მაუზერიან ექსტრემისტ-პატრიოტ მეამბოხე ლიდერებს, არამედ სამშობლოს ინტერესებისათვის ლეგალურ-კომპრომისულად, ანუ მშვიდობიანი მეთოდებით მებრძოლ, უპარტიო ინტელიგენტებს, რომელთა ბელადად აღიარებულია არა ამბოხების რომელიმე წამქეზებელი ბელადი, არამედ, დიდი მეცნიერი და ეროვნული უნივერსიტეტის დამაარსებელთა დასის მეთაური - ივანე ჯავახიშვილი. (იხ. გ.ციციშვილი, სიმართლე 1921-1923 წლების ეროვნული მოძრაობისა და მიხეილ ჯავახიშვილის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, წიგნი I, თსუ 2003, გვ. 124-165. თავი IV – „ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის საწყისი ეტაპის თავისებურება“; მისივე, დიდი ტერორი და ივანე ჯავახიშვილი, თსუ 2016, გვ. 199-202). 

ისტორიამ გვიჩვენა, რომ საქართველოში 1923-1924 წლების პირველი სამოქალაქო ომის დროს, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მხოლოდ 1924 წლის აჯანყების გამო ყოველგვარი გასამართლების გარეშე, 4000, თუ 5033 ქართველი მამაკაცი დახვრიტა (იხ. სპირიდონ კედია მასალები პირადი არქივიდან, თბ. 2007, გვ. 226). ჩემს მიერ გამოვლენილი საარქივო ციფრებით, მხოლოდ საქართველოს მთავარი ციხეების პატიმართა რაოდენობა, 1925-1926 წლების მონაცემებით, არა ერთი ათასი მამაკაცით განისაზღვრა. პატიმრებიდან ზოგი საქართველოში, ბევრი კი გადასახლებაში დაიღუპა. გადარჩენილებიდან ზოგი მუდმივად დაავადდა და ხეიბარი გახდა, ზოგი კი ხელისუფლებისადმი ძველი დანაშაულისათვის შურისძიების მიძნით 1930 წლების რეპრესიებს შეეწირა. მათი ოჯახების წევრთა გაუბედურების გარდა, ამ მამაკაცური მსხვერპლის გამოც იყო, რომ 1923-1938 წლებში ქართველი ერის აღწარმოება და ქართველების ხვედრითი რაოდენობა რესპუბლიკის მოსახლეობაში 10 პროცენტით შემცირდა. ეს კი ხდება მაშინ, როცა რესპუბლიკის საერთო მოსახლეობა, ძირითადად სხვა ეროვნებათა ხარჯზე, მილიონით გაიზარდა... 

იმავე 16 მაისის სხდომაზე განვაცხადე, რომ პროფ. შ. ვადაჭკორიას და მისი მხარდამჭერ- თანამოაზრეთა წიგნში ასახული მეამბოხე მენშევიზმის დამსახურების გაზვიადება და ისტორიოგრაფიული ტენდენციურობა, ვერაფერს მატებს იმ პატრიოტ მენშევიკ და მათ ამყოლ ასეთივე ეროვნულ-დემოკრატ ლიდერებს, რომლებმაც უმომენტო ვითარებაში ექსტრემისტულ-ავანტიურისტული მეთოდებით დაისახეს სამშობლოს განთავისუფლების კეთილშობლური მისია და რომლის რეალიზაცია ერს უბედურებად დაატყდა. ნ.ჟორდანიამ მართალია დროულად გააფრთხილა დამკომის თავმჯდომარე კ. ანდრონიკაშვილი და მენშევიკების ცეკა _ მხოლოდ საქართველოს და თანაც უმომენტონდ გამოსხვლა ავანტურიზმიაო, მაგრამ მას უნდა გაეთვალისწინებინა რე-ალობა და უნდა შემოეთვალა _ შეჩერდით არ გაბედოთ! ამ შემთხვევაში საქართველოს დამკომი აჯანყებას არ მოაწყოვედა და მსხვერპლიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა. 

ბატონო შოთა მაშინ შემოგითვალეთ და ახლაც გიცხადებთ, რომ არსებობს მართალი ისტორია, რომელსაც თქვენ არ იცნობთ, ან ნეომენშევიკური მიზანდასახულობით, გვერდს შეგნებულად უვლით და აყალბებთ. ამიტომ იძულებული ვარ წერილობით გაცნობოთ, რომ თქვენი წიგნის ყველა ძირითადი საკითხი ჩემს მონოგრაფებში მეცნიერულად არის გაშუქებული. ისინი გვარწმუნებენ, რომ თქვენი საწინააღმდეგო დებულებები მცდარია, ხოლო ზოგი გამონათქვამი ემსახურება მკითხველის მოტყუებას და მენშევიკური ბელადების პრესტიჟის ამაღლების უსაფუძვლო მეცადინეობასა და მოწინააღმდეგე აზრის მქონე ავტორის დამცირება-შეურაცხყოფას. ამიტომ მთელი თქვენი მიზანდასახულობა და მეცადინეობა უნაყოფო, ვირეშმაკული და თავხედურია. 

ბატონო შოთა, თქვენ ვერ გაგიგიათ, რომ: 

1. თქვენს მიერ ნაქები ჯუღელ-ზაქარიაძეს კავკასიისა და საქართველოს 5-6 თვეში შეიარაღებული აჯანყებისათვის მომზადებისა და საერთო კავკასიური აჯანყებით საქართველოს განთავისუფლების სქემების გარანტიად მიჩნეული ჰქონდათ გენუის კონფერენციის მიმდინარეობის (1922 წ. აპრილი-მაისი) დროინდელი და მომდევნო პერიოდის საერთაშორისო ვითარება. იგი მართლაც ქმნიდა ბურჟუაიული ევროპის ქვეყნებისა და ბოლშევიკური რუსეთის ანტაგონისტური სახელმწიფოებრივი ინტერესების შეურიგებლობისა და მათი მთავარი მტერის, ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კავკასიის ხალხებისადმი ევროპის ქვეყნების მმართველთა დახმარების შესაძლებლობის ილუზიას. მაგრამ საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რაპალოს (5/XI-22წ.) ხელშეკრულების დადებით მიაღწია საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის გარღვევასა და საბჭოთა რუსეთის ყოველმხრივი სტაბილიზაციის ტენდენციის დასახვას, რომელმაც გამორიცხა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კავკასიისა და საქართველოს გამოგლეჯვის შესაძლებლობა. ეს ვერ გაიგეს ურაპატრიოტიზმით გახურებულმა ექსტრემისტულ-ავანტიურისტული ტაქტიკით მებრძოლმა მენშევიკმა და მათმა ამყოლმა ეროვნულ დემოკრატმა ბელადებმა, რომლებიც დაუპირისპირდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის ადრინდელი არამენშევიკური, არამედ კოალიციური პარიტეტული კომიტეტისა და მასთან არსებული საუკეთესო სამხედრო სპეციალისტებისაგან შემდგარ გაერთიანებული სამხედრო ცენტრის რადიკალურ, ანუ სეპარატისტული ბრძოლებისა და უდროო, იგივე „უმო-მენტო“ აჯანყების მოწინააღმდეგეთა სტრატეგიასა და ტაქტიკას. ისინი ემიგრანტული მთავრობის მიერ აჯანყების ორგანიზების მიზნით გამოგზავნილ ნოე ხომერიკს შეეკვრნენ და ფიცხელად შეუდგნენ საომარ საქმიანობას. მათ საწინააღმდეგოდ, ამ ახალ პირობებში, საზღვარგარეთ უნივერსიტეტის დამაარსებელთა მიერ მივლინებულმა პროფ. დიმიტრი უზნაძემ ბერლინში, მიხეილ ყაუხჩიშვილთან და კაკი წერეთელთან დაკავშირებით გაარკვია და ჩამოიტანა ცნობა, რომ რაპალოს ხელშეკრულებით შექმნილი ახალი საერთაშორისო ვითარების გამო, ევროპაში „ნაწყენი ხალხებისათვის არავის ეცალა...“ (იხ. გ. ციციშვილი, დიდი ტერორი და ივანე ჯავახიშვილი, თსუ 2016, გვ. 131-132). ამის გამო უნივერსიტეტის დამაარსებლებმა და მათმა მიმდევრებმა განავითარეს არსებულ ვითარებაში ერთადერთი სწორი და ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესებით გამართლებული, არალეგალი ექსტრემისტ-ავანტიურისტების საწინააღმდეგო ხელისუფლებასთან ლოიალობისა და თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც არაექსტრემისტი არალეგალი ოპოზიციონერი ლიდერების (მათ შორის მ. ჯავახიშვილის) მსგავსად, ეროვნული საქმის კეთებას უსისხლოდ, მშვიდობიანი თანამშრომლობის ტაქტიკით ისახავდა და დიდი ეროვნული სარგებლიანობა მოქონდა. 

როგორც ცნობილია ახალ, რაპალოს ხელშეკრულების მომდევნო ვითარებაში, ჯუღელ-ზაქარიაძის სქემებით დასახულის რეალიზაცია გახდა წინასწარ განწირული აჯანყებისა და უბედურების მომტანი ავანტიურის წარმოების საშუალება, „რატომღაც“ ეს „ვერ გაიგეს“ ნოე ხომერიკმა, ნ. ხომერიკის მისიის დამკვალიანებელმა ემიგრანტი მენშევიკების ლიდერებმა და ახლა კი, ამ სავალალო გამოცდილებას პროპაგანდის საშიშროებას ვერ გებულობენ პრ. შ. ვადაჭკორია და მისი წიგნის გამომცემლები... ხოლო თუ გაიგეს და მაინც თავისას იჩემებენ, ამ. შემთხვევაში გამოდის, რომ ისინი ძველი სამწუხარო მაგალითითა და ნებსით ცდილობენ საქართველოში ახალი ავანტიურის წაბიძგებას. აბა სხვა რას უნდა დაბრალდეს ის, რომ პრ. შ. ვადაჭკორია და მისი დამ-კვალიანებლები გვერდს უვლიან მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტებისა და „სხიველთა“ ტაქტიკის გაგება-გათვალისწინებას, რომელიც ცხადყოფს რომ ისინი აჯანყების ექსტრემისტი და ავანტიურისტი ლიდერების საწინააღმდეგოდ, ჯერ კიდევ აჯანყების პირველი, „იდეალურად“ გაგებული გეგმის არსებობის დროს ჩამოშორდნენ მეამბოხურ პარტიულ მოღვაწეობას. მემარჯვენე ფედერალისტებმა და მენშევიკმა „სხიველებმა“ ზურგი შეაქციეს ავანტიურას, ხოლო (12/ VIII-24) თბილისის კომიტეტის სხდომის მომხსენებელმა „გაიოზმა“ საჯარო სხდომაზე დაგმო ვ. ჯუღელისა და თანამოაზრე-თანამებრძოლთა „ავანტიურიზმის ცეცხლთან თამაში და საჭიროდ დასახა „გონებას მეტი ადგილი დაუთმოთ, ყოველი შესაძლო კატასტროფები გავითვალისწინოთ და სათანადო დასკვნები ფრთხილად გამოვიტანოთ...“ მას ესმის, კიდეც აშუქებს და პროგნოზირებს იმ საშიშროებას, რომელიც ავანტიურისტი ხელმძღვანელების მიერ დასახული აჯანყების უთუო კრახის გამო ერს ემუქრება და გამოიწვევს „ქართველი ერის ფიზიკურ განადგურებას... ეროვნული მოძრაობის ლიკვიდაციას...“. მომხსენებელმა ამხილა და გააკრიტიკა „ბატონი ჯუღელი“, რომელმაც „ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა“, „წითელი არმია აჯანყებაში პასიურ მონაწილეობას მიიღებს და თუ მიიღო მონაწილეობა ჩვენს სასარგებლოდო“. მას არ სჯერა „ქართულ ნაწილებზე, რომ ირწმუნებიან, მათი 90 პროცენტი ჩვენს მხარეს დაიჭერსო“. მომხსენებელმა განმარტა: „პირიქით, ჩემი ღრმა რწმენით წითელი არმია... აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენს წინააღმდეგ“... მან ამოცანად დასახა „როგორმე უნდა ვეცადოთ ჩვენს მოსაზრებათა დიამეტრალურად მოწინააღმდეგე (მენშევიკ და ედპ ხელმძღვანელ-ექსტრემისტ-ავანტიურისტთა - გ.ც.) ბანაკში შევიტანოთ წინა-დადება, რომ უმომენტოდ (! - გ.ც.) ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა... ავანტიურიზმია“. (იხ. ნ. კირთაძე 1924 წლის აჯანყება საქართველოში, ქუთაისი, 1996, მონოგრაფიის დოკუმენტაცია, გვ. 361-363. ხაზგასმა ჩემია) ზოგ პოლიტიკან რეცეზენც კი, პატრიოტი, მაგრამ ერივნული უბედურობვის მომტანი ხელმძთვანელის მიმართ ჩემს მიერ მისადაგებული ადეკვატური ტერმინი ავანტურა ხელოვნურად გამოყენებული ჰგონია. 

2. პროფ. შ. ვადაჭკორიამ წიგნის 29-30 გვერდძე დამალა, რომ ჯერ კიდევ ნ. ხომერიკის ჩამოსვლის პირველ ხანებში ფედერალისტების არაექსტრემისტმა ლიდერმა გრ. რცხილაძემ დამკომის სხდომაზე დაგმო ნ. ქარცივაძის მიერ გახმოვანებული ნ. ხომერიკის სახიფათო მცდელობა - დამკომი დაეყაბულებინა „შეიარაღებული აჯანყების პროგრამის მიღებაზე“ (იხ. ნ. კირთაძე, დასახელებული პუბლიკაციის დოკუმენტები, გვ. 285) და მენშევიკი „სხიველების“ ილია ფირცხალაიშვილის, გრიგოლ გიორგაძისა და კირილე ნინიძის ნააზრევები პარიტეტულ კომიტეტში ექსტრემისტულ-ავანტიურისტული შეიარაღებული აჯანყების პროგრამისადმი სოლიდალური განწყობილების საწინააღმდეგოდ (იხ. ლ. ჯიქიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები 1925 წელის სასამართლო პროცესის გამო, გვ. 43, 46, 89, 90).ეს საქციელი პროფ. შ. ვადაჩკორიას მხრივ წყაროების უცოდინარობის შედეგი როდია . 

3. ბატონო შოთა თქვენ მიზნობრივად დამალეთ აგრეთვე მ. ჯავახიშვილის მიერ ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე მრავალჯერ გამოთქმული სწორი აზრები უმომენტო ამბოხების მომხრეთა და ექსტრემისტების წინააღმდეგ (იხ. იქვე, გვ. 113,116,123-125; G.გ.ციციშვილის დასახელებული მონოგრაფია გვ.210,238-240,244; ნ.კირთაძის დასახელებული მონოგრაფია გვ. 241-244,246-249.). 

4. ადვილი შესამჩნევია რომ თქვენ არც იმას უწევთ ანგარიშს, რომ კ. აფხაზმა უჩვენა: ფშავ-ხევსურეთის აჯანყების შემდგომ, 1922 წლის შემოდგომაზე ედპ თავმჯდომარის თანამდებობა მივიღე „მიზნით, რომ ზემოქმედება მომეხდინა და არ ყოფილიყო არავითარი გამოსვლა... რომ გვემოქმედა მოსახლეობაზე 1922 წლის საშემოდგომო და 1923 წლის საგაზაფხულო დღესასწაულების დროს ყოველგვარი გამოსვლის უარყოფის თვალსაზრისით“ (იხ. ნ. კირთაძის დასახელებული მონოგრაფია, გვ. 276), რომ იგივე აზრს ანვითარებდა დამკომის მენშევიკი თავმჯდომარე, ნიკოლოზ ქარცივაძე. რომელმაც 1923 წლის 17 მარტის ჩვენებაში დააფიქსირა : 1922 წლის ,,სექტემბრის დამდეგს ინტერპარტიული კომიტეტის დავალებით სამხედროების (გაერთიანებული ცენტრის- გ.ც.) თათბირი მოვიწვიე. ვესწრებოდით მე... ვარდენ წულუკიძე, ანდრონიკოვი, კ. აფხაზი, იასონ ჯავახიშვილი... აგრეთვე ნარიკელაძე... მე თათ ბირს მოვახსენე ინფორმაცია ხევსურეთის (აჯანყების -გ.ც.)ამბებზე, მასების განწყოვილებაზე ახალგაზრდობის, მეტადრე ახალგაზრდა ოფიცრების (უმთავრესად ექხტრემისტების- გ.ც.) აღზნებულობასა და საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობაზე. მე ვთქვი... რომ საქართველოში ისეთი ვითარება იქმნება, როცა შესაძლებელია საყოველთაო აფეთქება. ვამბობდი ამ აფეთქქებამ შესაძლოა ქართველი ხალხი დაღუპოს და ეს ყველაფერი ისეთ საერთაშორისო ვითარებაში ხდება, რომ საძღვარგარეთ ჩვენზე ხმასაც არავინ ამოიღებს. ვთხოვდი დამსწრეთ, გამოიყენეთ თქვენი ავტორიტეტი და გავლენა ადამიანთა დასაშოშმინებლად - მეთქი. დამსწრენი ყველანი მეთანხმებოდნენ. გადავწყვიტე ჩოლოკაევის მოძრაობა ავანტურად ჩაგვეთვალა''(იხ. იქვე გვ.201-202) ნ.ქარცივაძემ აქვე დაადასტურა რომ, პარიტეტულმა კომიტეტმა მისი ხელმძღვანელობის დროს თავი აარიდა ხელისუფლებასთან მტელ რიგ ისეთ საკითხებში დაპირისპირებას რომელბიც შექმნიდნენ ეროვნული მნიშვნელობის პრობლემებს. 

5.ბატონო შოთა თქვენ უსაფუძვლოდ ცდილობთ, რომ მოცემული პერიოდის პრობლემები დააბრალოთ მენშებიკევის მიმართ უნდობლობით განწყობილ ეროვნულ დემოკრატების მოღალატეობას, ამოტომ საჭიროა იცოდეთ, რომ ჩეკას, მენშევიკებს შორის უფრო მეტი მოღალატე ჰყავდა ვიდრე სხვა პარტიებში, მათ შორის ედპ-ში: 1923 წლის დასაწყისში მენშევიკების ცეკაში შეგზავნილთა, თუ გადაბირებული ინფორმატორების სახით, მუშაობენ ალ. ბენდელიანი (მეტსახელად „ჟორდანია“), მარკოზ მხითაროვი (მეტსახელად „ფაღავა“), „ილოევი“, ილარიონ გიორგაძე („გეორგაძე“) და სხვ., რომლებიც სანდო პირებად არიან მიღებული ცეკას წევრებისა და მათი დიქტატორის, ნოე ხომერიკის მიერ (იხ. გ. ციციშვილის მონოგრაფია, „სიმართლე 1921-1923 წლების ეროვნული მოძრაობისა და მიხეილ ჯავახიშვილის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ“, თბ. 2003, გვ. 397-398, მეტსახელები, ანუ „კლიჩკები“ დაადგინა მკვლევარმა თენგიზ ენდელაძემ). 

6. ბატონო შოთა თქვენ ვერ გაგიგიათ, რომ 1924 წლის აჯანყების წარუმატებელი ფინალი და შესაბამისი ეროვნული უბედურება გამოიწვია მისმა წამქეზებელ-ორგანიზატორთა საზღვარგარეთისა და ადგილობრივი ორგანოების პოლიტიკანთა ავანტიურიზმმა და არა მხოლოდ ღალატმა. ამასთანავე ისიც ვერ გაგიგიათ, რომ მხოლოდ საქართველოს მეამბოხე ძალებით, თუნდაც ღალატის გარეშეც კი, შეუძლლებელი და მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა აჯანყების მოწყობა, რადგან გამარჯვების შანსი არ არსებობდა. თქვენ აღმოჩენის მსგავსად მოგყავთ 14 სტროფიანი ამბავი ბერიას მზაკვრობიდან და ფალცეტამდე აგყავთ მისი მზაკვრული მიზანდასახულობის განცხადება, რომლის მიხედვით თითქოს ეროვნულ დემოკრატებმა ფოსტით მიართვეს აჯანყების გეგმა. სინამდვილეში მხოლოდ ქართველი ხალხის, სათანადო შეიარაღების არ არსებობის, საზღ-ვარგარეთის ანტიბოლშევიკური ძალების აქტიური მხარდაჭერის უქონლობის და როგორც იმ დროს გონიერი პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ „უმომენტობით“ გამოწვეული ადვილად მისახვედრი შედეგების გამო, აჯანყების გეგმა და თარიღი შეეძლოთ გაეცათ მოწინააღმდეგე ტაქტიკის ეროვნულ დემოკრატებსაც, მემარჯვენე ფედერალისტებსაც, „სხიველებსაც“ და თვით მენშევიკებსაც... 

7. ვერ გაგიგიათ ისიც, რომ თქვენს მიერ მოხმობილი საარქივო წყარო, რომელიც მოწმობს ბერიას მიერ 1930 წლის აგვისტოს ფარულ შეკრებაზე, აჯანყების დამარცხების მიზეზად ეროვნულ-დემოკრატების გამოცხადებას, მიზნად ისახავდა არა წარსული ისტორიის გამოკვლევა-გაშუქებასა და შესწავლას, რომლისთვისაც მას არასდროს ეცალა, არამედ ამ დროს, ემიგრაციაში მყოფი და სამშობლოს ინტერესებით მებრძოლი „პროფაშისტურად“, მონათლული ეროვნული დემოკრატების, „თეთრი გიორგის“ წევრებისა და მათ მიმართ სიმპატიებით განწყობილთა, ანუ ემიგრაციის შიდა დაპირისპირების უკიდურესობამდე გამწვავებას. ამიტომაც მოხვდა მისი უაღრესად „ფარული“ მოხსენების ასლი ემიგრანტი მენშევიკების ხელში, შემდეგ კი მათ არქივში. ბერიას ამ მიზანდასახულობამ კიდეც გაამართლა და შედეგიც გამოიღო. იგი გამოვლინდა, თუნდაც ოთხი თვის შემდეგ, ე. გეგეჭკორის მიერ ნ. რამიშვილის გალახვაში. ამის შესახებ 1931 წლის 1 დეკემბერს პარიზიდან დათა ვაჩნაძე ატყობინებდა პოლონეთში მყოფ შ. ამირეჯიბს: „ნ. ჟორდანიას თავმჯდომარეობით მომხდარ ეროვნული ცენტრის ოფიციალურ კრებაზე ე. გეგეჭკორმა, მიაძახა ნ. რამიშვილს „შენმა ვერაგულმა პოლიტიკამ დაგვინგრია ერთობა და დაგვაკარგინა ენა იმ ქართულ პოლიტიკურ ბანაკთან, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში წარსულ წლებში და მომავალში არანაკლებ როლს ითამაშებს მის საბოლოოდ განთავისუფლების საქმეში“ - სთქვა ე. გეგეჭკორმა და გაუშალა ზორბა სილა მის ავტორს. ამიერიდან ნ. რამიშვილის ბატონობა გათავებულია... ნ. ჟორდანია თითქმის გულწასული სცენიდან „პოდრუჩკით“ გაიყვანეს“. ბერიას მზაკვრობის კიდევ უფრო რელიეფური შედეგი იყო ნ. რამიშვილის მკვლელობა. აქვე ვკითხულობთ - „ასე საშინლად უზღო იმ წრეს, იმ პოლიტიკას და მათ ბელადს, რომელმაც ოცდაათი წელიწადია მოიყვანა ქართველობა. ერთმანეთზე უსია და მათი საბრალო სამშობლო სისხლის მორევში ჩააყუდა“ მ. ხვედელიძე, ახალი მასალები შალვა ამირეჯიბისა და დავით (დათა) ვაჩნაძის ურთიერთობის ისტორიიდან (XX ს-ის 30-იანი წლები). იხ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენციის მასალები (2001 წ. 6-7 ივნისი), გვ. 139-141]. თქვენ იმასაც მალავთ, რომ: შ. მაღლაკელიძის მონათხრობის მიხედვით პარიზის ქართველობა და პირადად იგი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მკვლელი იყო „საბჭოების დაქირავებული აგენტი“ (იხ. ქართველები გერმანული დროშის ქვეშ“... თბ. 1994, გვ. 140). აი სიმართლე, რომელიც უთუოდ გასათვალისწინებია.

წერილი II. აი როგორ გვიყალბებენ დამკომისა და სამხედრო ცენტრის ისტორიას

1920-იანი წლების პირველი ნახევრის ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის რეალური ისტორიის გასაგებად საჭიროა ისიცკარგად გავიგოთ, რომ 1923-1924 და შემდგომი საერთაშორისო სიტუაცია და კონიუნქტურა საქართველოს და კავკასიის განთავისუფლების შესაძლებლობათა შექმნის საუარესოდ წარიმართა. ამას მეტყველებს უამრავი ფაქტი მათშორის პროფ. ვადაჩკორიას მიერ გამოყენებული წყაროები (გვ.39-40), კერძოდ კ. გვარჯალაძის 1924 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული წერილი (გვ.46-47), მისივე 18 წექტემბრის წერილი ნ. ჯორდანიასადმი, რომელშიც ურმის გადაბრუნების მერე მაინც გაუგია, რიომ საქართველოში ,,მოძრაობა უდროოდ არის დაწყებული...'' უფრო მკაფიო და დამაჯერებელია ინგლისის პრემიერ მინისტრის ლოიდ ჯორჯის პასუხი ე. გეგეჭკორის საყვედურის მიმართ - „რატომ არ დაეხმარეთ საქართველოს“? რომლის გამო მან განაცხადა: „ჩვენ თუ საქართველოს დავახმარებდით თუნდაც ორ პოლკს, ევროპაში მოხდებოდა საბჭოთა რუსეთის მხარდამჭერი რევოლუცია”. საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლობამ ქართველ ექსტრემისტებს განუმარტა, რომ მისი მხრივ საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გულისთვის ომი ვერ მოხდებოდა (გრ. ჟვანია, ეროვნული ღირსებისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1994, 30 აგვისტო). ამდენად, საჭირო იყო გაგეცნობიერებინათ, რომ აჯანყების კატასტროფული შედეგებისა და ბერიას მოხსენების მთავარი მიზეზები მართლა ეროვნული დემოკრატების მიერ ჩადენილ ღალატში კი არა, არამედ თავიდანვე, თვით მის „უმომენტოდ“ და ექსტრემისტულ-ავანტიურისტულად ორგა-ნიზებაშია; ეს თუ ჯერ კიდევ ხომერიკის საქარტთველოში ჩამოსვლამდე გაიცნობიერეს დამკომის ადრინდელმა თავმჯდომარემ , ნ.ქარცივაძემ და აერთიანებული სამხედრო ცენტრის 1922 წლის სექტემბრის სხდომის მონაწილეებმა, მათ შორის კ. აფხაზმა და 1924 წელს ზედმიწევნით გაიგეს სოციალ-ფედერალისტთა ლიდერებმა, ს. დადიანმა, ალ. ბოკერიამ („გაიოზმა“) და ბევრმა სხვამ, რომლებმაც ვ. ჯუღელის სააჯანყებო პროპაგანდა უმომენტო ავანტიურის მცდელობად გამოაცხადეს და ზოგმა სხვამ, რომლებმაც აჯანყების ორგანიზებას ზურგი შეაქციეს (იხ. ნ. კირთაძე, დასახელებული მონოგრაფია, 308, 361-363); სპირიდონ კედია მასალები პირადი არქივიდან '', გვ. 216-218,221-225), პროფ შ. ვადაჭკორიას და მისი წიგნის დამკვეთებს რაღა დაგემართათ?! რით ვერ გაიგეთ, რომ რაპალოს ხელშეკრულების მერე; საბჭოთა სისტემიდან ამიერ კავკასიისა და საქართველოს გამოგლეჯვის არავითარი შანსი არ არსებობდა და მითუმეტეს 1924 წელს. ხომ ცნობილია, რომ საქართველოს დამკომის საზღვარგარეთის დელეგაციის 1925 წლის იანვრის საგანგებო საზარო სხდომაზე რომელსაც თამვჯდომარეობდა ნ. ჩხეიძე და მდივნობდა სპ.კედია, შალვა ამირაჯიბმა გულჭრფელად განაცხადა: ,,არავითარი რწმენა გამარჯვების ჩვენ არ გვქონდა, რომ არ ყოფილიყო გამოსული საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომ ყველაფერი მზად იყო, ევროპა დაგვეხმარება. ასე იყო საკითხი დაყენებული. ხალხმა პრაქტიკული შინაარსი მიანიჭა ამას და აჯანყება მოაწყო... ჩვენი ერთადერთი კავშირი იყო თქვენთან, მთავრობის თავმჯდომარესთან თქვენ კი ამას გვითვლიდით ... ჩვენ ვიჯექით ვულკანზე რომელზედაც ქვაბი იდგა. თქვენ იძახდით რომ შეუკეთეთ ამ ქვაბს... ყველა წერილით აქედან მოსულით აჯანყებას მოითხოვდით''. გურიის აჯანყების რწმუნებულმა კარლო ქავთარაძემ ასეთი სიმართლე გაამხილა: ,,პარტიაში იყო ხალხი აჯანყების წინააღმდეგ... ამბობდენ დიდი რუსეთის წინ დარჩებოდა პატარა საქართველო და ამიტომ ახლანდელ პირობებში აჯანყება შეუძლებელი იყო. ხალხს კი ჰქონდა ევროპის იმედი. რადგან (ავანტუერისტი ლიდერების მიერ მოტყუებულ -წაქეზებულებს - გ.ც) ვერ წარმოედგინა რომ ჩვენ მას აჯანყებაზე არ წავაქეზებდით, თუ ევროპის დახმარება არ იყო..'' ამავე აუდიტორიის 24 იანვრის სხდომაზე კ. ქავთარაძემ დასძინა: გვეგონა, ,,რომ საბჭოთა ხელისუფლება გარიყულია და საკმარისი იყო ხელი გვეკრა. თუ წინათ მარტო შინაურ ძალებს ვამყარებდით და მარტო ამის გამოცნობაში ვარჩევდით ტაქტიკურ გზებს ახლა ევროპის მთავრობებსა და აზიაზე ვამყარებდით იმედებს... 1924 წლის აჯანყება არ უნდა დასმულიყო ასეთი პირობები იყო...'' ,,რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი ისეთნაირი დახმარება არ იქნებოდა, აჯანყებისკენ ვერავის მოუწოდებდი. მაგრამ როგორც შინ ისე გარეთ იმედი ქონდათ საქართველოსთან ერთად იქნებოდა მთა აზერბაიჯაინის ნაწილი. გარეთ მატერიალური დახმარება...'' სამეგრელოს აჯანყებულთა ცნობილი სარდალი, დ. მხეიძე საჯაროდ აცხადებს: ,,მქონდა განუწყვეტელი კავშირი პარიტეტთან თბილისში... დადგა დრო... მივიღე უწყება. დავეკითხე პარიტეტში, მითხრეს რომ რამიშვილი მომდგარია და არის მზადება. მომივიდა აჯანყდიო..'',, რომ ჩვენთან ერთად გამოდის აზერბაიჯანი და მთა : რომ ევროპიდან მიღებული გვაქვს 50 000 კაცის სრული შეიარაღება, რაც ოსმალეთში იმყოფება და საქართველოსკენ მოაქვთ. გამოვლენ 1000-მდე მოხალისენი ევროპიდან, რომ აჯანყების მთავარი ხელმძღვანელი ნოე რამიშვილი უკვე მოსულია ბათუმში...'' ვინ ავრცელებდა ამ უამრავი მზგავსი სიცრუის შემცველსა და წამბიძგებელ ხმებს თუ არა პატრიოტული მასების ასაჯანყებლად გამოყვანის მომხრე ავანტურისტი ლიდერები?! ბერიას ჩეკისტური თამაში და ეს ვითომ საიდუმლო მოხსენებაც პროვოკაციაზე იყო გამიზნული. 

ბატონი შოთა იმასაც მალავს, რომ ნ. ხომერიკის და სხვათა პატრიოტიზმით წაქეზებულმა ბრძოლის ექსტრემისტულ-ავანტიურისტულმა კურსმა დააჩქარა და გამოიწვია „სამოქალაქო ომი“ (მენშევიკური პარტიის ცეკას თავმჯდომარე სეით დევდარიანმა სასამართლო პროცესზე უჩვენა: „სანამ ხომერიკი ჩამოვიდოდა იყო ბრძოლა... მაგრამ... არ იყო გამოცხადებული საგანგებო ომი. სამოქალაქო ომი დაიწყო ხომერიკის ჩამოსვლის შემდეგ...“ (იხ. გ.ციციშვილის დასახელებული მონოგრაფია გვ. 276 და ლ. ჯიქიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების კრებული, გვ. 292). ნ. ხომერიკის მიერ საერთო კავკასიური აჯანყების ორგანიზების დაჩქარებულმა მეცადინეობამ 1923 წლის დასაწყისიდანვე გამოიწვია მოსკოვის ხელმძღვანელობის დონიდან ნაკარნახები საქართველოს და ამიერკავკასიის ჩეკას ორგანოების გააქტიურება. 1923 წლის თებერვალში მან ასაზრდოვა 1922 წლის აჯანყების მონაწილეთა და თანამოაზრეების ცოცხლად შემორჩენილი ნაწილის, მათ შორის ვაჟა-ფშაველას პირმშოს - ლევან რაზიკაშვილის, აგრეთვე გურული ოპოზიციონერების, ხოლო მარტში დამკომთან არსებული „სამხედრო ცენტრის“ გენერალიტეტის და უმაღლესი ოფიცრობის, აგრეთვე მათი თანამოაზრე-თანამებრძოლების მასობრივი დახვრეტა. მათ შორის იმათი მოსპობაც ამ სამოქალაქო ომმა გამოიწვია, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ და შეებრძოლნენ კიდეც როგორც ხევსურეთის, ისე მომავალი აჯანყების პრაქტიკულ ორგანიზებას. მათ შორის არიან: გენერლები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი; პოლკოვნიკები: ივანე ნარიკელიძე, როსტომ მუსხელიშვილი და სხვები. ისინი უმეტესად რადიკალები იყვნენ და ემორჩილებოდნენ დამკომის მიერ დასახულ მოთხოვნას - არ დაეშვათ უმომენტო ექსცესები და აჯანყების წამოწყება. 

პროფ. შ. ვადაჭკორია მკითხველს შეგნებულად და წინასწარ განზრახულად ატყუებს, როცა მანანა ხომერიკის პუბლიკაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თითქოს მ. ჯავახიშვილმა 29/III-23წ. დაასმინა ნ. ხომერიკი, რომელიც ამ დროს დაპატიმრებული არ იყო (გვ. 55). სინამდვილეში 29 მარტის დადგენილებაში ნ. ხომერიკი ნახსენებიც კი არ არის. 

პროფ. შ. ვადაჭკორია მაშინაც ცრუობს, როცა მომდევნო გვერდზე აცხადებს: „სამეცნიერო ლიტერატურაში, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, სამხედრო ცენტრის გამცემთა შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებაა მოტანილი. მხედველობაში მაქვს კ. მისაბიშვილი, მ. ჯავახიშვილი, ივ. ნარიკელაძე...“ (გვ. 59-60). სინამდვილეში მსგავსი „სამეცნიერო ლიტერატურის“ სახით ისტორიოგრაფიას მხოლოდ საქართველოს უახლესი პერიოდის, ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობისა და მ. ჯავახიშვილის პოლიტიკური ცხოვრების ისტორიის ცნობილი გამყალბებელის, მანანა ხომერიკისა და მისი ამფსონების მათშორის შ. ვადაჩკორიას აზრები. 

პროფ. შ. ვადაჭკორიას წიგნში გამოთქმულ ყველა უმეცრების დეტალურ შეფასებას, წინამდებარე საგაზეთო წერილი ვერ იტანს და ამას არც აუცილებლობა გვკარნახობს, რადგან იგი გაშუქებული მაქვს სპეციალურად დაწერილ ტევად ხელნაწერ წიგნში, რომელიც გამოსაქვეყნებლად მოვამზადე. ამიტომ ახლა გთავაზობთ შ. ვადაჭკორიას ამ უმეცრებების ამსახველი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მის მიერ სახელდახელოდ მოხლაფორთებული კიდევ ერთი 43 გვერდიანი ბროშურის სიყალბეებს, რომლებიც რელიეფურად აშუქებენ ავტორისა და მისი დამკვალიანებელის, მანანა ხომერიკის მეცნიერულ ღირსებებს.მ. ხომრეკი მიზნოვრივად ტყუის როცა წერს,- ,, მ ჯავახიშვილმა სამხედრო კომისიის წევრი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი ნ.ხომერიკი დაასმიდა, რომელიც მაშინ დაპატიმრებული არ იყო'', ,,ჯავახიშვილის ინფორმაცია შეტანილია ჩეკას აგენტურულ მონაცემებში, რომლის საფუძველზე ჩეკა იმუშავებდა რეალურ გეგმას ჭეშმარიტ მამულიშვილთა წინააღმდეგ საბრძოლველად'' (იხ. მ. ხომერიკი, პასუხად მიხეილ ჯაცახიშვილის ბიოგრაფებს საიდუმლო არქივებიდან, თბ. 1996 გვ. 17, 25-26) და ყოველ ხელსაყრელ მომენტში ხმებს ავრცელებს - მ. ჯავახიშვილი იყო ჩეკას აგენტიო. პროფ.შ. ვადაჩწკორია კი, ერთგულად ანვითარებს მისი ამ მასწავლებლის ცილისწამებლურ მემკვიდრეობას. 

ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ წიგნს მოჰყვა თვითშეურაცხყოფილი, ბ.ნ. შოთას პირადი ხარჯებით გამოქვეყნებული ბროშურა - „სინამდვილის გაყალბებისა და შეფასების XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკური სტილი (პასუხად გიორგი ციციშვილს)“. ეს არის პირველი წიგნის, იმავე ფუტურო და ფუყე კონცეფციასა და აზრებზე დაყრდნობილი პასკვილი, ოღონდ აქ ავტორს საკუთარი უმეცრების დასაფარავად კიდევ უფრო „გაუძლიერებია“ დემაგოგია და ჩემი ლანძღვა-გინება, რომელიც შეუზავებია მოცემული ისტორიის პროპანაციისა და მის მიერ გაყალბებული პერსონაჟის მრავალმხრივი ცილისწამებისა და აშკარად გამოთქმული ჩემი პიროვნების დასამცირებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმებისათვის. ამ მიზნით მას აგრეთვე გამოყენებული აქვს ჩემს მიმართ ადრე გამოვლენილი მ. ხომერიკის, რ. მეტრეველის, დ. შველიძის, ნ. ჯავახ-იშვილის ბ. კუპატაძის და სხვათა წარსული პირდაპირი, თუ ირიბი ცდომილებები, რომელსაც მ. ხომერიკი ჯერ ჩემსა და რ. კვერენჩხილაძის საწინააღმდეგოდ და აღძრულ და წამოწყებულ სასამართლოში, მერე კი, პუბლიკაციაში ახმაურებს, ხოლო მისი მიმდევარი შ. ვადაჭკორია თავის პასკვილებში მომგებიანი არგუმენტივით იყენებს და რომელიც გაშუქებული აქვს კიდევ უფრო არაობიექტურად, თავის სასარგებლო მოტივაციის ცალმხრივი, ყალბი და ჩემი დამამცირებელი ბინძური, ვირეშმაკული სტილიზაციის მეთოდით. გასაკვირია ზრდილობიანობით გამორჩეული გურიის მკვიდრმა, გურულმა კაცმა, ბატონმა შოთამ, გაპროფესორების მერე ზრდილობა ასე როგორ დაკარგა?! როგორც ჩანს დედაქალაქის „კლიმატმა“ და პროფესორობამ, უპირატესად კი, მ. ხომერიკისა და ნ. ჟორდანიას ინსტიტუტის მესვეურთა ნაყალბევის გამოკიდებამ მისი აღმზრდელი კუთხის ძვირფას ტრადიციებზე უარყოფითად იმოქმედა (იხ. ბროშურის გვ. 3-6; 38-41). სწორედ ასეთ პიროვნებაზეა ზედგამოჭრილი „კოკაში შიგან რაცა სდგას იგივე წარმოსდინდების“... უფრო მეტი მისადაგებითა და შ. ვადაჭკორიასადმი კუთვნილი გაგებით სხვა დროს, სპეციალურ პუბლიკაციაში მექნება საუბარი. როგორც ჩანს, სიმართლე უთქვამს სერვანტესს - ყალბის მთქმელი ისტორიკოსები ისევე უნდა დაისაჯონ, როგორც ყალბი ფულის მჭრელებიო. იქნებ სხვებმა, ამის მერე მაინც ისწავლონ ზრდილობა და პროფესიული ობიექტურობა. 

ამ ბროშურაში პროფ. შ. ვადაჭკორიას მკითხველის მოტყუებისა და თავისი ყალბი ისტორიის დამაჯერებლობის გაძლიერების მიზნით ცალკე თავებად აქვს გამოყოფილი ძველი, ავტორისეული დემაგოგია. ეს თავებია: თავი I. „მ. ჯავახიშვილი ასმენს (? - გ.ც.) იასონ ჯავახიშვილსა

და იასონ კერესელიძეს“ (გვ. 6-9) - ტყუილია! და ცილის წამებაა. ავტორმა და მისმა დამკვალიანებელ-მხარდამჭერებმა „იციან“, რომ ასეთი რამ არ ყოფილა, რომ დასმენაა - „Донос“, ხოლო ის რაც მ. ჯავახიშვილისეულია - იყო „ჩვენება“, ანუ „Показание“, და ისიც ჩეკას ძიების მიერ არის გამოძალული. მათ, როგორც ვთქვი, არც ქვემოთ, ჩემს მიერ შემოთავაზებული უნიკალური დოკუმენტების არსებობა იციან და არც ის, რომ ვიდრე მათი გვარები მ. ჯავახიშვილის ჩვენებაში აისახებოდა, ისინი, როგორც ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაკები უკვე დიდი ხნის წინ იყვნენ დასახელებულნი ჩეკას ინფორმატორების დასმენებში და აგრეთვე ზოგი მ. ჯავახიშვილზე ადრე დაპატიმრებულის ჩვენებებში (იხ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დოკუმენტების კრებული - „მშვიდობით ძმებო გვხვრეტენ ამაღამ“, თბ. 2016, გვ. 134, 163, 164, 174, 197, 205-206, 208-210). აქვე ვკითხულობთ: „ისისნი (ანუ სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრები - გ.ც.) მწყობრში რომ ყოფილიყვნენ აჯანყების მომზადებასა და მსვლელობას (! - გ.ც.) მეტი ორგანიზება გაუკეთდებოდა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აპოთეოზი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდოდა“ (გვ. 8). სინამდვილეში სამხედრო ცენტრის გენერლები და პოლკოვნიები, რომ არ დაეხვრიტათ აჯანყება არ მოხდებოდა, რადგან აჯანყებისათვის საჭირო და ხელსაყრელი „მომენტი“ არ დადგა. ისინი კი, ყოველთვის წინააღმდეგი იყვნენ უდროო და დამკომის ნების საწინააღმდეგოდ წამოწყებული აჯანყებისა. 

თავი II. „1923 წელს მ. ჯავახიშვილი ასმენს (? - გ.ც.) ნოე ხომერიკს“ (გვ. 9-15) - ასევე ცილისწამებაა! შ. ვადაჭკორიას ჩეკისტური წარმოშობის დოკუმენტების ცოდნითა და პროფესორობით თავი მოაქვს, მაგრამ ამავე დროს „ვერ გაუგია“, რომ ნებისმიერმა მკითხველმა იცის, რომ: „ჩვენება“ სხვაა, „დასმენა“ კი, სულ სხვას გულისხმობს. „ჩვენება“ არის „Показание“ свидетеля... ხოლო დასმენა - „Донос информатора“. ამ ტერმინების შ. ვადაჭკორიასეულ მიზნობრივ გაიგივებაში (იხ. გვ. 14) კი, კარგად ჩანს, რომ ეს არის მისი და არამარტო მისი ვირეშმაკობის კიდევ ერთი გამოვლინება, რადგან ახალმა მინდიამ კი არა, ბეჯითმა სტუდენტებმაც კი, ძალიან კარგად იციან, რომ უმეცრებაა ამ ტერმინების სინონიმებად გამოყენება. მაგრამ პრ. შ. ვადაჭკორიამ და მისმა დამკვალიანებლებმა გამოცდილებით ისიც იციან, რომ ამ უმეცრების მომხმარებლებიც არსებობენ და ამიტომ შ. ვადაჭკორია და მისი ერთ-ერთი დამკვალიანებელი, მ. ხომერიკი, სწორედ მათზე დებენ ფსონს; 

თავი III. გვ. 16-18. გვთავაზობს დაპატიმრებული და დასახვრეტად განწირული ნ. ხომერიკის პირველი დღეების ამაყ განცხადებებს და ამ საფუძველზე აშუქებს მის ზნეობრივსა და პოლიტიკურ ფიზიონომიას. მაგრამ ამასთანავე მალავს, რომ ეს იყო მანამდე ვიდრე ჩეკას ძიება მისგან დაპატიმრების დროს ამოღებული 126 ფურცლიანი საიდუმლო არქივის მოსკოვში გასაშიფრად გაგზავნილი 94 გვერდის შედეგებსა და გურიის ხელისუფლებისადმი გადაცემული, ადგილობრივი მენშევიკების ანტისაბჭოთა საქმიანობის რეაგირების შედეგებს ელოდებოდა. შემდეგ კი, როცა მას ჩვეულებრივი მძიმე რეჟიმი შეუქმნეს, იგი სხვა პატიმრების მსგავსად ჩეკასთან თანამშრომლობისა და საკუთარი წინადადებების შეთავაზების გზას დაადგა. 

ბროშურის მოცემული თავის ერთ გვერდზე ავტორი აჩალიჩებს ნ. ხომერიკის იდეალიზაციას, მაგრამ ნოესგან ზნეობრივი ეროვნული გმირი როგორ გამოვა, როცა მან საკუთარი მეუღლის გარდა (შ. მაღლაკელიძე), უამრავი გონიერებით გამორჩეული გმირი შეიწირა?! როგორც ზემოთ ითქვა, პროფ. შ. ვადაჭკორია გვთავაზობს ნ. ხომერიკის დაპატიმრების დროინდელი ცნობილი გამოთქმების იდეალიზაციას. ავტორს ვერ გაუგია, რომ პატიმრობის პირველ ხანებში ჩეკას ძიება განგებ ათამამებს მას და მიზნობრივად ლოიალურად ექცევა. იმის უფლებასაც აძლევს, რომ მისგან დაპატიმრების დროს ამოღებული ფულით, მისმა საყვარელმა, სუსანა ჯანაშიამ ნოეს მოთხოვნილი „პერედაჩა“ მიართვას. მაგრამ ბოლოს სიტუაცია მწარედ იცვლება და გმირი ჩეკასთან ალიანსის გზას დაადგება (იხ. ჩემი დასახელებული წიგნის, გვ. 300-304), ამას ბროშურის ავტორი მალავს. 

შ. ვადაჭკორია მაბრალებს: „ვიცი, გარკვეული მიზეზების გამო, გვარი ხომერიკი გეზიზღებათ“. არა ბატონო, მე არც ხომერიკის, არც ვადაჭკორიას და სხვა მოწინააღმდეგეთა გვარი არ მეზიზღება, რადგან კარგად ვიცი, რომ ისე როგორც ყველა გვარში, ამ გვარშიც ბევრი ღირსეული მოქალაქეა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველა გვარში, როგორც ამბობენ, ზოგჯერ უღირსიც გამოერევა. ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულ ბ-ნ. შ. ვადაჭკორიას არ უნდა გაიგოს, რომ სათანადო წყარო მოწმობს, რომ მენშევიკების ჯარების ბათუმისკენ დახევის დროს (6/III-21) შორაპნის მაზრის გამგებლის, ნ. ხომერიკის მოთხოვნით დაიხვრიტა რუსეთის სამოქალაქო ომის გმირად აღზევებული, სამშობლოში მყოფი და აქ უდანაშაულოდ დაპატიმრებული გენერალი, ლუკიანე თაბუკაშვილი (საქ. შსს არქივი #2105, ფურც. 10-11). ნ. ხომერიკის მაცდუნებლობამ შეიწირა ჩეკას ორგანოებში მომუშავე არაერთი პატრიოტი, მათ შორის, მენშევიკი დეიდის დახმარებით გადაბირებული არჩილ კახიანი (იგივე კახელაშვილი) (იქვე, ფ. 67-68). მისმა მარჯვენა ხელმა და „თანამოაზრე-თანამებრძოლმა“ ვასო ხმალაძემ, მენშევიკების საველე მოსამართლედ ყოფნის დროს მოასპობინა ბორჯომის მეამბოხეთა თანამგრძნობი ათზე მეტი ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც მივლინებულნი იყვნენ მენშევიკური ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსული ბორჯომელების დასარბევად, მაგრამ უსამართლო ბრძანების შესრულებას განერიდნენ. (იქვე, საქმე #1373, ფურც. 5, 11). 

IV თავში (გვ. 19-21) პროფ. შ. ვადაჭკორია სიტყვა-სიტყვით იმეორებს ადრე მ. ხომერიკის მიერ შემოთავაზებულ სიყალბეს. ესაა ე.წ. „ჩოლოკაეველობის ლიკვიდაციის მ. ჯავახიშვილისეული გეგმა“. აქ ახალი მინდია ამჟღავნებს მ. ჯავახიშვილის 1923 წლის 16 მარტის ჩვენების მანანა ხომერიკისეული, მიზნობრივად ყალბი „გაგების“ რეამინაციის მცდელობასა და ამ, ჩემს მიერ, ჯერ კიდევ 2003 წელს გამოქვეყნებული, ზემოთ ნახსენები, ივ. ჯავახიშვილის პრემიაზე წარდგენილი, მონოგრაფიის სპეციალურ VI თავის 301-328 გვერდებზე ასახულ, იმ ავტორისეულად დაწერილი აზრების იგნორირებას, რომლითაც მტკიცდება, რომ მ. ჯავახიშვილის შეთავაზება მოგილევსკის მიმართ, იმეორებდა ედპ ლიდერების სპ/კედიას და ა. ასათიანის ადრინდელი შეთავაზების გამოცდილებას. ახლა კი იგი არც მისი კუთვნილი იდეა იყო და ამასთანავე, დასმენას კი არა, არამედ ჩოლოყაეველობის ლიკვიდაციის სანაცვლოდ „სამხედრო ცენტრის წევრთა და სხვა მრავალ პატიმართა ამინისტიას ისახავდა მიზნად; აქ ისიც სათქმელია, რომ კეთილი და სარგებლიანობის მომტანი მიზანდასახულობით ჩეკას ხელმძღვანელობასთან გარიგება-მოლაპარაკებას არ თაკილობდნენ სხვა ძლიერი პატრიოტები - მათ შორის ნ. ხომერიკიც (იხ. გ. ციციშვილის დასახელებული მონოგრაფია, გვ. 301-304); ამასთანავე სავარაუდოა, რომ შემორიგების ინიციატორი აკ. ჩეკას ხელმძღვანელობა და ხელისუფლება ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში, პრაქტიკაში არ გვხვდება ისეთი მაგალითი, რომ პატიმრის ინიციატივით წამოწყებული თამაშისთვის იმდენი

ყურადგება და დრო დაეთმოთ რამდენიც ჯავახიშვილს აღირსეს ქ. ჩოლოყაშვილის შემორიგების საკითხზე 7.16.29 მარტის დაკითხვებისა და ჩვენებების ჩამორთმევის დროს. 

V. თავის სახელწოდებაა - „1924 წლის აჯანყების გმირები ექსტრემისტ-ავანტიურისტები''? (გვ. 21-25). დიახ, ასეა! მისი შინაარსი მოწმობს, რომ პროფესორს ისიც ვერ გაუგია, ან არ უნდა დაიჯეროს, რომ ლაჩრები კი არა, არამედ, უპირატესად სწორედ განსაკუთრებული გაბედულების (ქ.ჩოლოყაშვილი, შ. ფავლენიშვილი, მ. ლაშქარაშვილი და სხვ.) გმირები მიდიან თავგანწირულ ავანტიურაზე. ამის გარდა, პროფ შ. ვადაჭკორიას ვერ გაუგია, ან არ უნდა გაიგოს, რომ მის მიერ ადგილ-ადგილ წაკითხულ და ვითომ გაკრიტიკებილ ჩემს სპეციალურ მონოგრაფიაში სათანადო ისტორიის წყაროების ბალავარზე დაფუძნებით მაქვს გამოკვლეული ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის საწყისი პერიოდის სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ლეგალურსა და არალეგალურ საქმიანობას. მას ვერ გაუგია ისიც, რომ არალეგალურში შედიოდნენ რადიკალური, ექსტრემისტული, ტერორისტული და ექსტრემისტულ-ავანტიურისტული განწყობილებისა და საქმიანობის მიმდევრები (იხ. გ.ციციშვილი, დასახელებული მონოგრაფია, თავი IV. ). მაგალითად - ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი, მათი თანამოაზრე-თანამებრძოლები და მათ მიერ და მკვალიანებელი ორგანოს ლიდერები, (კ. ანდრონიკაშვილი, დ. ონიაშვილი, შ. ამირეჯიბი, მ. იშხნელი და სხვ.) ავლენდნენ ექსტრემიზმისა და ავანტიურიზმის მისწრაფებებს. ავანტიურიზმი მისადაგებული მაქვს იმ ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებმაც კარგად იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ მასებს მაინც აქეზებენ და ამ დროს მათთვის ტყუილი ინფორმაციის გავრცელებასაც არ თაკილობენ (იხ. გ. ციციშვილი, ეროვნული მოძრაობა და 1924 წლის აჯანყება, გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“. წერილი მესამე, 1999, 31 აგვისტო). ექსტრემისტებში ვგულისხმობ პატრიოტებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქ. ჩოლოყაშვილის გააქტიურებასა და გამოსვლებს, მაგრამ ამავე დროს ემორჩილებიან კუთვნილი პარტიის ცეკას უმრავლესობის, თუ დამკომის ანტიამბოხებითი ხასიათის გადაწყვეტილებას. ასეთ პიროვნებებს შორის ვასახელებ, ამ დროისთვის ეროვნულ დემოკრატებში, ოფიცრობასა და საერთოდ ქართველ საზოგადოებაში უაღრესად ღირსეულსა და პოპულიარულ კოტე აფხაზსაც. ამავე დროს,მისთვის პროფ. შ. ვადაჭკორიას მხრივ ჩემთვის დაბრალებული „ექსტრემისტი-ავანტიურისტი“ და „ავანტიურისტი“ არასოდეს მიწოდებია. 

ქართული ინტელიგენციის იმ ნაწილს, რომლებიც ერთხანს გაერთიანებული არიან მემარცხენე ფედერალისტების ლეგალურ პარტიაში და ქართული საქმისთვის იღწვიან, აგრეთვე უპარტიო ქართველ მწერლებს, მეცნიერ-პედაგოგებს, იურისტებს, მასწავლებლებს და სხვა პროფესიის მქონე მუშაკებს, რომლებიც საბჭოთა სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ და თან საქართველოს ეროვნული აღორძინებისა და სუვერენული თვითშეგნების აღზრდა-განმტკიცების საქმიანობისთვის იღწვიან - „კომპრომისტებს“ ვუწოდებ. ასეთებად მიმაჩნია პატიმრობიდან განთავისუფლებული პიროვნებებიც და ყოფილი პარტიელებიც. მე რა ვქნა თუ ჩემს ოპონენტებს არ ესმით, რომ სწორედ უპარტიო, კომპრომისულად მოღვაწე ეროვნულმა პატრიოტებმა ასაზრდოვეს ის ეროვნული თვითშეგნება, რომელმაც საქართველოს ბოლშევიკურ ხანაში გამოიწვია ქართველი ერის მეცნიერული და კულტურულ-ეკონომიკური აღორძინება. და, ამიტომ არის, რომ ქართველი ერი ილია ჭავჭავაძის განმეორებად მიიჩნევს არა „ბოევიკებს“ ნოე ხომერიკს და ვალიკო ჯუღელს, ან თუნდაც მათ ბელადს - ნოე ჟორდანიას, არამედ ქართული საქმისთვის კომპრომისული გზით მებრძოლთა ლიდერს _ ივანე ჯავახიშვილს. 

ბროშურის ერთ-ერთი, ამ პერიოდის, ბევრისთვის გაუგებარი ისტორიის შემცველი თავისთვის ავტორს ასეთი დემაგოგიური სახელი დაურქმევია - „გ. ციციშვილის მხარდამჭერებო, იცით ვინ იყო კონსტანტინე აფხაზი“? არა და კ. აფხაზი და რეალური ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ყველა მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი რომ საფუძვლიანად შევისწავლე და მათ შორის კ. აფხაზიც მისი ცხოვრებისეული და პოლიტიკური ნიუანსებით რომ ვიცი, იმიტომ მივაკუთვნე იგი ექსტრემისტებს, ამიტომ შევძელი ამ პერიოდის ბევრისთვის გაუგებარი რეალური ისტორიის გაშუქება და ისიც, რომ თავი დამეცვა დემაგოგებისგან. ამასთანავე ისიც სათქმელია, რომ პროფ. შ. ვადაჭკორიას მიერ უგულვებელყოფილმა, ჯერ ჩემმა მხარდამჭერმა, აწგანსვენებულმა პროფ. სერგო ჯორბენაძემ, შემდეგ კი, ჩვენმა საერთო კოლეგამ, ისტორიკოსმა გელა საითიძემ კ. აფხაზის ეროვნული ღვაწლის გამოკვლევა-გაშუქებას, არაერთი წიგნი მიუძღვნა, რომლებშიც ვრცლად წარმოაჩინეს არა მარტო ის, რაც პრ. შ. ვადაჭკორიამ „აღმოაჩინა“, არამედ ბევრი სხვაც, მათ შორის მისი მამულიშვილური ღვაწლი თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში, რომელსაც ახლა 100 წელი შეუსრულდა. ამას გარდა, რატომ ჰგონია, პრ. შ. ვადაჭკორიას რომ კ. აფხაზი, თუნდაც ჩემი არასპეციალისტი მხარდამჭერებისათვის, ჯერ კიდევ უცნობია? ალბათ იმიტომ, რომ მას საკუთარი თავისა და მისი კლანური კორპორაციის მსგავსი წევრების და თანამოაზრეების გარდა, ყველა ნაკლებად მცოდნედ და უცოდინრად მიაჩნია?!

გიორგი ციციშვილი 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დაბრუნება დასაწყისში