“პრადვინუტებო”, ღლიცინს როცა მორჩებით, ამ სიას გადახედეთ!” - გიორგი კალანდია

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისტორიკოსი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოდით ერთად გადავხედოთ ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან იუნესკოს სიაში ვის რამდენი არამატერიალური კულტურის ძეგლი უფიქსირდება:  აზერბაიჯანი: 15 ძეგლი, სომხეთი: 7 ძეგლი და ბოლოს საქართველო: 4 ძეგლი. ახლა ვნახოთ ვინ რა შეიტანა იუნესკოს სიაში. აზერბაიჯანმა 2016 წელს გააძეგლა: პურის ფქვილისაგან ლავაშის, კატირმის, ჟუპკის და იუფკის ცხობა, 2017 წელს იუნესკოს სიაში გააძეგლა ტოლმის მომზადების წესი, 2020 წელს კი გააძეგლა ბროწეულის კრეფის წესი, იგივე „ბროწეულის ზეიმი“. სომხეთმა: 2005 წელს გააძეგლა დუდუკი და მასზე მუსიკის შესრულების წესი, 2014 წელს გააძეგლა ლავაშის გამოცხობის წესი, 2020 წელს გააძეგლა წმინდა ფადეის მონასტერში მომლოცველობის წესი.

საქართველოს სულ 4 არამატერიალური ძეგლი აქვს იუნესკოს სიაში. ესენია: პოლიფონიური სიმღერა, ქვევრი, ანბანი და ჭიდაობა... ნურავინ ნუ მიწყენს მაგრამ ყველაზე მდიდარი ეთნოგრაფიის კავკასიური ქვეყანა ყველაზე ღარიბი ნუსხითაა წარმოდგენილი. ეხლა ადექით და იღლიცინეთ მცხეთურ ღვეზელზე... ამასთანავე იტირეთ იმაზე რომ მაწონი „მაწუნად“ გადააკეთეს, ჩურჩხელა კი სხვებმა მიითვისეს... ამ დროს კი  იუნესკოს სიაში სომხურ აზერბაიჯანული ლავაშია, იქვეა კატირმის „ბლინები“, ჟუპკის თხელი ლავაში და იუფკის ღვეზელი... ღლიცინს როცა მორჩებით მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სიასაც გადახედეთ, გადახედეთ და მაინტერესებს თუ დასცინებთ ბულგარელებს „ბისტრიციელი ბებიების სიმღერის“ გამო, საბერძნეთს „ხმელთაშუაზღვის დიეტის“ და ყირგიზეთს „კუმისის“ მომზადების წესის გაძეგლების გამო... მცხეთურ ღვეზელს მაინც  რუსულად „პერაშკს“ ეძახით, ამიტომ  „პრადვინუტებო“ აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს არამატერიალური კულტურის ძეგლების სიას რუსული ვიკიპედიიიდან ვაქვეყნებ, დარწმუნებული ვარ მას უფრო უკეთესად გაიგებთ!"-წერს გიორგი კალანდია "ფეისბუქ"-ის პირად გვერდზე.