ორი ოქრო იერუსალიმიდან

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იერუსალიმში ძიუდოისტთა შორის, წლის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ისრაელში ჩავიდა, მაგრამ ტურნირს მოეხსნა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. არადა, ის -90 კილოგრამში ფავორიტად იყო შერაცხული და მედალს ველოდით.

სამაგიეროდ, ფავორიტის სტატუსი გაამართლა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა. -81 კილოგრამში, ქართველმა ფალავანმა ყველა მეტოქე ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

საუცხოოდ იასპარეზა 21 წლის ილია სულამანიძემაც. მან დამაჯერებელი და ჭკვიანური ჭიდაობა აჩვენა, რამაც ოქროს მედლის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. 21 წლის ძიუდოისტი ნელ-ნელა ყალიბდება წონის ფავორიტად არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც და მისგან მედლებს უკვე ყველა ტურნირიდან უნდა ველოდოთ. ზოგადად, ძიუდოს ფედერაციისთვის, მიმდინარე წელი ძალიან წარმატებულად უნდა ჩავთვალოთ, რადგან პრაქტიკულად ყველა დიდი შეჯიბრიდან, ოქროს მედლის გარეშე არ დაბრუნებულან.

ცნობისათვის, ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის სპორტსმენად სწორედ ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. წლის ფეხბურთელი კი, რაღა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია გახდა.