დედის რძეს კოსმეტიკაში იყენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთ-ერთი ამერიკული სპა-ცენტრი საკუთარ კლიენტებს უჩვეულო პროცედურას სთავაზობს - სახის ნიღაბს დედის რძისგან. სპეციალისტების თქმით, ასეთი რძე, უბრალოდ, სასწაულებს ახდენს. ცნობილია, რომ დედის რძე ბავშვის იმუნიტეტს ამაღლებს, იცავს მას ინფექციებისგან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისგან, ასთმისგან, აქვს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები. კოსმეტოლოგებიც დარწმუნებულნი არიან, რომ დედის რძე სასარგებლოა უფროსებისთვისაც. როგორც სპა-ცენტრის დამფუძნებელი აცხადებს, ბევრი დედა იყენებს საკუთარ რძეს კოსმეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, ის ნამდვილი აღმოჩენაა პრობლემური კანისთვის. რძეში ცხიმებისა და საკვები ელემენტების მაღალი კონცენტრაციაა. სპა-ცენტრი ამ მეტად სასარგებლო „ნივთიერებას“ იმ მეძუძური დედებისგან ყიდულობს, რომლებმაც სამედიცინო შემოწმება გაიარეს და დარეგისტრირებულნი არიან დედის რძის ბანკში. ამჟამად, „პრეპარატს“ აკნეს, ეგზემას, დამწვრობის შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე, უბრალოდ, სახის გასაწმენდად იყენებენ.