მფრინავი ავტო გამოსცადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ელექტრომობილების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია XPeng-მა, დუბაიში თავისი მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი გამოსცადა. როგორც CNN იტყობინება, ავტოს ერთდროულად ორი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, სიჩქარე კი საათში 130 კილომეტრს აღწევს. მფრინავი მანქანის მოდელი XPeng X2 ჰაერში 90 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი ტექნოლოგია ცხოვრებაში გამოყენებისთვის თითქმის უკვე მზად არის, თუმცა, საკანონმდელო რეგულაციები, რომელიც მფრინავი ავტოს მიმოსვლას შესაძლებელს გახდის, ჯერჯერობით, არ მიუღიათ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მგზავრების გადაყვანას ამ მანქანით, წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ შეძლებენ.