სეტყვამ ბავშვი იმსხვერპლა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის ჟირონას პროვინციაში, უზარმაზარი სეტყვის გამო, გოგონა გარდაიცვალა, ხოლო 30 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, მძიმე ტრავმებით ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ბევრ დაზარალებულს კი, მიღებული ტრავმების გამო, ნაკერების დადებაც დასჭირდა. 10 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის მქონე სეტყვამ ზიანი მიაყენა ტრანსპორტს და სახლის სახურავები დააზიანა. როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ასეთი სეტყვა 20 წელზე მეტია, არ ყოფილა.