"ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება" - ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კონფლიქტის თემატიკაზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„დღეს ბრიუსელში იმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ეს არის ის ფორმატი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით, შესაბამისად, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სხდომის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება მიმოიხილოს და ისაუბრონ საქართველო-ევროკავშირს შორის აქტუალურ ყველა თემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საუბარი იქნება პოლიტიკურ დიალოგზე, იმ დინამიკაზე, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა თქმა უნდა და ამ კონტექსტში საუბარი იქნება ინ ნაბიჯებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავაშენოთ და განვითარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბუნებრივია, სხდომაზე ასევე მიმოიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას. ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კონფლიქტის თემატიკაზე, საუბარი იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ჟოზეფ ბორელთან და ასევე შედგება შეხვედრა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ბატონ ვარჰეისთან. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზეც საუბარი იქნება იმ ახალ შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე, რომელიც გამოჩნდა და კიდევ სამომავლოდ გამოჩნდება იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მოტანილი იქნა საქართველოსთვის პერსპექტივის მონიჭებით“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.