ვახშამში იშვიათი მარგალიტი იპოვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სკოტ ოვერლენდი, მეუღლესთან ერთად, რესტორან Salt Air-ს ეწვია სავახშმოდ, რომელიც დელავერის შტატში, რეჰობოტ-ბიჩში მდებარეობს. შეკვეთილი მოლუსკებიდან ერთ-ერთის ნიჟარაში, მათ იისფერი მარგალიტი აღმოაჩინეს. თავიდან ცოლ-ქმარმა იფიქრა, რომ შემთხვევით, მზარეულს ღილი ან მძივი ჩაუვარდა, რადგან მარგალიტი, ჩვეულებრივ, თეთრი ფერის არის ხოლმე. თუმცა, სმარტფონით მოძიებული დამატებითი ინფორმაციის შემდეგ, ოვერლენდები მიხვდნენ, რომ ძალიან გაუმართლათ - მათ ვახშამში ისეთი იშვიათი, იისფერი სადაფის მარგალიტი აღმოჩნდა, რომელიც 5 ათასი მოლუსკიდან, შესაძლოა, მხოლოდ ერთმა შექმნას. მისი ღირებულება 16 ათას დოლარს აღწევს. სკოტმა კი ვახშამში მხოლოდ 14 დოლარი გადაიხადა. ოვერლენდებმა გადაწყვიტეს, ამ იშვიათი მარგალიტით ოჯახური რელიქვია დაამზადებინონ და ქალიშვილს დაუტოვონ.