პირველი ფაბრიკა ხელოვნური ხორცისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელში, კომპანია Future Meat Techmologies-მა, ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის, მსოფლიოში პირველი ფაბრიკა გახსნა. ამ დაწესებულებაში, ყოველდღიურად, 500 კილოგრამ კულტივირებულ ქათმის, ღორისა და ცხვრის ხორცს აწარმოებენ. ხორცის ეს რაოდენობა საკმარისია 5 ათასი ჰამბურგერის დასამზადებლად. ებრაული კომპანია ხელოვნურ ხორცს სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი უჯრედებისგან ამზადებს. საამისოდ კი იმ ნივთიერებებს იყენებენ, რითაც ცხოველებს კვებავენ. კომპანიის ტექნოლოგებმა პროდუქტის დამზადების ისეთი პროცესი შეიმუშავეს, რომელიც 80%-ით ამცირებს გარემოში ნახშირორჟანგისა და 96%-ით - წყლის გამოყოფას.