მარტივი ტესტი მკერდის კიბოს დასადგენად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა სუნთქვის ტესტის აპარატი გამოიგონეს, რომელსაც მკერდის კიბოს დადგენა 10 წუთში შეუძლია. როგორც მკვლევარები ამბობენ, ტესტირება დღეს არსებული, საკმაოდ არაკომფორტული მამოგრაფიის ალტერნატივაა. ხელსაწყო, რომელსაც The BreathLink-ი უწოდეს, ამერიკულ კომპანიაში შექმნეს და ევროპაში უკვე გაყიდვაშია. მისი გამოყენება ძალიან მარტივია - პაციენტი აპარატში ჩაისუნთქავს და ხელსაწყო ჰაერით ივსება, რომელიც ქიმიკალიების (ქიმიური წარმოების პროდუქტები) დონეს აანალიზებს. თუ ქიმიკალიები მკერდის კიბოს არსებობას აჩვენებენ, კომპიუტერი ექიმს შედეგს აცნობებს. როგორც ხელსაწყოს ავტორები ამბობენ, მათი ქმნილება ისეთივე სიზუსტით მუშაობს, როგორც მამოგრაფიის მოწყობილობა. მკვლევართა განცხადებით, ვიდრე ეს პრაქტიკა დაინერგება, ან ვიდრე მკერდის კიბოს სკრინინგისთვის ერთადერთ ალტერნატივად გამოცხადდება, საჭიროა ჯერ კიდევ ბევრი გამოკვლევის ჩატარება და მუშაობა. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე, დაავადების აღმოჩენის სიზუსტე დაბალია.