ყველაზე დიდი ვარდისფერი ალმასი იპოვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანგოლელმა მაღაროელებმა მსხვილი ვარდისფერი ალმასი იპოვეს, რომელიც ბოლო 300 წლის განმავლობაში აღმოჩენილებს შორის, ყველაზე დიდია. დაუმუშავებელი ძვირფასი ქვის - „ლულოს ვარდის“ (ასე უწოდეს ნაპოვნ ალმასს) ნამდვილი ზომა მისი დაწახნაგებისა და პოლირების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც წესი, ეს პროცესი ბრილიანტს ზომაში 50%-ით ამცირებს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ქვას აუქციონზე ათობით მილიონ დოლარად გაყიდიან. როგორც ამობენ, „ლულოს ვარდი“ რიგით 27-ე ალმასია, რომლის წონაც 100 კარატზე მეტია.