ჩინეთში მარათონელებმა საპონი ჭამეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, მარათონის მონაწილეებმა საპონი ჭამეს, რადგან ის ენერგეტიკული „ბატონჩიკი“ ეგონათ. გარბენი გუანდუნის პროვინციაში შედგა. შეჯიბრების მონაწილეებმა სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს, რომელშიც საპონიც იყო, ყურძნის არომატით. სპორტსმენებს ეს ენერგეტიკული ბატონი ეგონათ, რადგან ეტიკეტზე წარწერა მხოლოდ ინგლისურ ენაზე იყო და გემრიელად დაიწყეს ჭამა. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპნის შეფუთვა მართლაც ძალიან ჰგავდა საჭმლისას, რაც საკუთარ შეცდომად მიიჩნიეს. მარათონში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან სამედიცინო დახმარება 12 ათასზე მეტ მორბენალს დასჭირდა, ხოლო 23 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნენ.