ყველაზე მწარე ღვინოს გაყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანურმა კომპანიამ Gik Live, რომელიც თავისი უჩვეულო ღვინოებითაა ცნობილი, მომხმარებლებს მორიგი ექსკლუზიური სიახლე წარუდგინა. სასმელი, რომელსაც Bastrde უწოდეს, მსოფლიოში ყველაზე მწარე ღვინოა. ის Grenache-ს ჯიშის წითელი ყურძნისა და „ჰაბანეროს“ ჯიშის წიწაკა ჩილისგანაა დამზადებული. თითო ბოთლ ღვინოს, დაახლოებით, 125 გრამი წიწაკა ემატება. მწარმოებლების თქმით, მათი მიზანი ისეთი ღვინის შექმნა იყო, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტად გამბედავი ადამიანები გასინჯავდნენ. სასმელი შავი ფერის ბოთლებშია ჩამოსხმული და ონლაინ-მაღაზიებში იყიდება. მისი ფასი 11-დან 13 ევრომდეა. კომპანია ამ ღვინის ექსპორტს ისეთ ქვეყნებში აპირებს, სადაც პოპულარულია მწარე კერძები, მაგალითად, ინდოეთში, კორეაში, ვიეტნამსა და მექსიკაში.