თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედაქალაქის მერია, „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კვლავ 70 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ასევე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მანანა თოქმაჯიშვილის განცხადებით, ბოლო 4 წლის მანძილზე ღვიძლის გადანერგვა 34 მოქალაქეს დაუფინანსდა.

"თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამას“, 2018 წლიდან ღვიძლის გადანერგვის კომპონენტი დაემატა. ბოლო 4 წლის მანძილზე ღვიძლის გადანერგვა უკვე დაუფინანსდა 34 მოქალაქეს, რაც 34 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თბილისის მერია, ერთ მოქალაქეს, ღვიძლის გადანერგვას თავდაპირველად 60 ათასი ლარით უფინანსებდა, შემდეგ კი თანხა გაიზარდა და 2019 წლიდან ერთი ბენეფიციარისთვის 70 ათასი ლარი გამოიყოფა." - წერს მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში.