რატომ ჩაიშალა აზაროვის ტრანსფერი?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, კლუბის პრეზზიდენტმა არჩილ ბერიძემ პირობა დადო, გუნდი გაძლიერდებადა ლიდერებს არ გავუშვებთ, ევროთასებზე სერიოზული გეგმები გვაქვსო. ამის მიუხედავად, თურქული სუპერლიგის ლიდერმა „ტრაბზონსპორმა“ „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველის, ირაკლი აზაროვის მიმართ სერიოზული ინტერესი გამოთქვა და მის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროსაც ჩამოვიდა. იმის გათვალისსწინებით, რომ მომავალ სეზონში ტრაბზონელებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პრაქტიკულად განაღდებული აქვთ და თანაც, ბათუმელებმა ირაკლი თბილისის „დინამოდან“ ორი წლის წინ 40 ათას ლარად (!) წაიყვანეს, შეთავაზება როგორც კლუბისთვის ისსე ფეხბურთელისთვის ძალზედ მომგებიანი იყო. მხარეები შეთანხმდნენ და აზაროვი თურქეთში კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა, თუმცა ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩაიშალა. თურქული მედია წერდა, რომ ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი ბათუმელების მიერ ბოლო წამს გაზრდილი ფასი იყო, ანუ აჭარულმა კლუბმა 200 ათასი ევროთი მეტი მოითხოვა, რამაც თურქული მხარე გააღიზიანა. სინამდვილეში კი...

როგორც გვეუბნებიან, ტრანსფერი თავად ფეხბურთელმა ჩაშალა, რადგან მას სხვა ჯამაგირს დაპირდნენ, ადგილზე ჩასულს კი ბევრად ნაკლები შესთავაზეს. თურქები დარწმუნებული იყვნენ, იქ ჩასული აზაროვი უკან აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა ფეხბურთელმა შეცვლილი პირობები არ მოიწონა და „დინამოს“ დაუბრუნდა. ეს ძალიან კარგია ამბავია, რადგან აზაროვის დონის მოთამაშე, „დინამოს“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან წაადგება და იქ ასპარეზობით ირაკლი სხვა, უფრო მაღალი დონის კლუბების ყურადღებას დაიმსახურებს.