Menu

 

,,პრეზიდენტისგან დიდი კეთილშობილება იყო, ჯერ თავისი რეზიდენციის ჩვენება სანაპიროზე ბათუმში, მეორე დღეს კი თბილისში ჩავფრინდით.
პრეზიდენტს იმდენი დაცვა ჰყავს, მეც გამიზიარა. მათ უბრძანა, თვალი არ მოეშორებინათ ჩემთვის, ამიტომ სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. ისინი ყველანი ძალიან პუნქტუალურები არიან, პროფესიონალები, მათ შეიძლება დაეყრდნო, ეს მართლაც საოცარია.
კვლავ ვივახშმე პრეზიდენტსა და მის შეიარაღებულ გარემოცვასთან ერთად შესანიშნავ რესტორანში, მაგარია როგორ ახდენენ ეს მცველები უსაფრთხოების ორგანიზებას? დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრში დგანან პოლიციელები, მცველები. ეს უსაფრთხოების მოქნილი სისტემაა. სანამ მისტერ პრეზიდენტს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ „როლინგ სტოუნზი“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. ძალიან მომწონდა დაცვასთან ურთიერთობა. ჩემს გვერდით ყოველთვის იყო ერთი-ორი კარგი აღნაგობის შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც კარს მიღებდა და ჩემს მაგივრად იხდიდა ფულს“.

მიხეილ სააკაშვილმა კომპანია რედმან ფედერატიონ ინც-ს ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში 1 ლარად თითქმის 9 ჰექტარი მიწა გადასცა. პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია რედმან ფედერატიონ ინც-ს სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა. დოკუმენტში არ არის მითითებული, ვინ არის კომპანიის მესაკუთრე ან წარმომადგენელი პირი. კომპანია პანამაში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანია 9 მილიონ დოლარად შეფასებული მიწების ლარად შესყიდვამდე ორი თვით ადრე _ 2011 წლის 3 ივნისსაა დარეგისტრირებული.
ნაციონალებისდროინდელი ჩვეულებრივი ამბები, ნაციონალებისდროინდელი ყოველდღიურობა, ნაციონალებისდროინდელი რუტინა...

დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე 7-10 აგვისტოს კოჯორსა და ტაბახმელაში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა-გადაფორმებით იყო დაკავებული. დარბოდა რეესტრში, ნოტარიუსებში, ბანკებში, აწერდა ხელს და ანგარიშობდა, რა შემოსავალი მოუტანა მიწებით ვაჭრობამ და... ჯერ კიდევ უპატრონოდ ეყარა ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრები და ასე იყო მანამ, სანამ ეს მძიმე მისია, ცხედრების გადმოსვენება, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა არ აიღო საკუთარ თავზე.

„კოკოითი, ფანდარასტ!“ («Кокойты, фæндараст!») ოსური და ქართული საზოგადოებრივი მოძრაობა 2007- 2008 წლებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ. (სიტყვა „фæндараст“ ოსურიდან ითარგმნება როგორც ,,მშვიდობით'', ,,გზა დამილოცნია'', ,,წადი მშვიდობით''). ასევე, მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, _ ვკითხულობთ ქართულ ,,ვიკიპედიაში''. ვინ ჩაწერა და ვისი დავალებით _ ეს ახსნას არ საჭიროებს, ისედაც გასაგებია.

კითხულობ და გიკვირს: საქართველოსთვის გამარჯვებები მოუპოვებიათ: ჯორჯ ბუშს და ანდრო ბარნოვს, ჯონ მაკკეინს და ერეკლე კოდუას, ლეხ კაჩინსკის და ვახტანგ კიკაბიძეს, ილჰამ ალიევს და ნიაზ დიასამიძეს, ვალდას ადამკუსს და გიორგი პაპუაშვილს, დავით ბაქრაძეს, დავით ბეჟუაშვილს, კოტე კუბლაშვილს...

  

 აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე, გავრცელდა ჭორი, თითქოს სააკაშვილმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში დაცვამ იარაღი ხელიდან გამოგლიჯა... ამდენი წლის შემდეგ კი არა, უკვე მაშინ ხვდებოდა ყველა, რომ ამ ხმის ავტორიც და გამავრცელებელიც თავად სააკაშვილი იქნებოდა. დამარცხებული მთავარსარდალი თავს დამარცხების გამო იკლავს, სააკაშვილმა კი, 2008 წლის 12 აგვისტოს დამარცხება, ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა, ასიათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნა და ასეულობით თანამოქალაქის სიკვდილი რუსთაველის გამზირზე იზეიმა.

ასეთი პატიმარი ბევრი იყო, რადგან ბევრი იყო ასეთი მამედოვი. ასეთი ცრუ მოწმეები სასამართლოს დარბაზიდან სასამართლოს დარბაზში გადადიოდნენ, აძლევდნენ ჩვენებას და ადამიანი იყო განწირული _ აწამებდნენ ელექტროშოკით, გააუპატიურებდნენ, დაუმსხვრევდნენ ხერხემლის მალებს, წაართმევდნენ მხედველობას, სმენას და თუ მაინც ცოცხალი გამოაღწევდა, ოჯახში მისულს დახვდებოდა ლოგინადჩავარდნილი მშობლები, შეშინებული, ნახევრად შეშლილი მეუღლე და შვილები, რომლებსაც მომავალი აღარ ჰქონდათ. დიდი ალბათობით, ბინაც აღარ დახვდებოდა, იცხოვრებდა ნაქირავები მიწურის ყველაზე ბნელ კუთხეში, ინვალიდის სავარძელში, ნახევრად უსინათლო, სმენადაქვეითებული... და მეტყველების უნარი უკვე თავისთავად წაერთმეოდა.

კლავდნენ სრულიად მიზანმიმართულად, განსაკუთრებული სისასტიკით. იყო შემთხვევითი მსხვერპლიც, თუმცა შემთხვევით მკვლელებს მაინც აჯილდოვებდნენ, რადგან მართალია, უნებლიედ, მაგრამ მათაც შეჰქონდათ მცირედი წვლილი იმ ,,სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში'', რასაც საზოგადოების დაშინება ერქვა, დაშინებული საზოგადოება კი იმის გარანტია იყო, რომ 20 წელი მაინც იქნებოდნენ ხელისუფლებაში, დანარჩენი შემდეგ გამოჩნდებოდა.

რაც დრო გადის, ნაკლებად ვიხსენებთ ირაკლი ოქრუაშვილს, სააკაშვილის მეორე „მე“-ს _ შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ყოფილ გენპროკურორს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რთვლის გენერალს, ქართველი გლეხებისა და ქართველი ჯარისკაცების რისხვას, რომელმაც ეკონომიკის მინისტრობა ვერ აიტანა, პირველ „მე“-ს გაემიჯნა, ე.წ. „ვარდების რევოლუციის მეოთხე წლისთავზე მეორე „მე“-ს გარეშე დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა.

 

ჩვენც, ყველანი, მთელი ქართული, და არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, იქ მოვედით გონს, სადღაც, ძალიან ვიწრო საკანში, ბეტონის იატაკზე და ვერ წარმოვიდგენდით, თუ ნაციონალურ მოძრაობად წოდებული ბანდა, სულ მცირე, 20 წელი მაინც არ იქნებოდა ხელისუფლებაში. ამ ოც წელიწადში ცხოვრებიდან უნდა წასულიყო ერთი თაობა, უნდა ჩარეცხილიყო მეორე თაობა, ხოლო მესამე თაობას, ვინც ნაციონალების ზეობის დასაწყისში ის-ის იყო იწყებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას, მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ შთაბეჭდილებებით დამძიმებულს უნდა გაეტარებინა, საგულდაგულოდ დანომრილი დაწესებულების საგულდაგულოდ დანომრილი საკნიდან რომ გამოყვა.

back to top