როგორ ემსხვერპლა 2 გოგონა "სელფის" გადაღებას

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მექსიკის ქალაქ ჩინიპასში, „სელფის“ გადაღების მცდელობისას, ორი გოგონა დაიღუპა - გოგონებს თვითმფრინავი დაეჯახა. ისინი ქალაქში, ცხენების დოღის სანახავად ჩავიდნენ, რომელიც ადგილობრივი აეროპორტის მიმდებარედ იმართებოდა. დოღის დასრულების შემდეგ, გოგონები ასაფრენ ბილიკზე იმიტომ გავიდნენ, რომ „სელფი“ გადაეღოთ. როგორც ვარაუდობენ, ხმაურიანი გარემოს გამო, მათ ვერ გაიგეს მსუბუქმოტორიანი პატარა თვითმფრინავის დაშვება. თვითმფრინავის ფრთა ორივე გოგონას თავში მოხვდა. როგორც პილოტი აცხადებს, მან კი დაინახა ადამიანები ბილიკზე, მაგრამ შეჯახების აცილების ალბათობა საერთოდ არ არსებობდა.