როდის არის მარილი მავნებელი?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რასაკვირველია, მარილი საჭირო პროდუქტია, ის ჩვენს საკვებს უფრო გემრიელს ხდის, თუმცა ცნობილია, რომ მისი დიდი რაოდენობით მოხმარება საშიშია. ეს იმიტომ, რომ მარილი გავლენას ახდენს გულის, სისხლძარღვებისა და ძვლების მდგომარეობაზე, მაგრამ არც მასზე უარის თქმა შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, ნატრიუმიც ისევე აუცილებელია ორგანიზმისთვის, როგორც სხვა მიკროელემენტები. ის ფიზიოლოგიური სითხეების ბალანსის შენარჩუნებაში გვეხმარება, ასევე, ხელს უწყობს კუნთებისა და ნერვების მუშაობას. უბრალოდ, არ უნდა მივეძალოთ ზოგიერთ საკვებს, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ნატრიუმი, მაგალითად, გაყინულ სალათებს.

მართალია, გაყინული სალათებისგან საკვების მომზადება ძალიან ადვილია და თანაც სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებსაც ინარჩუნებენ, მაგრამ მათში ჭარბი რაოდენობითაა ნატრიუმი. იგივე ითქმის ბოსტნეულის კონსერვებზეც, მაგალითად, დაკონსერვებულ სიმინდსა და ბოსტნეულის, კერძოდ, ტომატის წვენზეც, რომელიც მაღაზიებში იყიდება. სჯობს, წვენები სახლის პირობებში, თავადვე მოამზადოთ. გავრცელებული სოუსებიდან, ყველაზე დიდი რაოდენობით ნატრიუმი სოიოს სოუსშია, ამიტომ მასთან ფრთხილად იყავით. რაც მთავარია, თავი აარიდეთ ჩიფსებს, „სუხარიკებს“, მარილიან არაქისს - რაც ყველას ასე ძალიან უყვარს, მაგრამ ორგანიზმს ჭარბი რაოდენობით აწვდიან ნატრიუმს.