ქოლესტერინის უკმარისობა საშიშია?

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელმა მეცნიერებმა სენსაციური აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის უკმარისობა სიკვდილის რისკს ზრდის. მათი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სისხლში ქოლესტერინის დაბალი დონე უფრო საშიშია, ვიდრე - მაღალი. ამ ნივთიერების დეფიციტი მკვეთრად ზრდის სიმსივნისა და ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს და შესაბამისად, სიკვდილიანობის დონესაც. ქოლესტერინის უკმარისობა ადამიანში იწვევს დეპრესიასა და აპათიას, აუარესებს თავის ტვინის მუშაობას. ცხიმიანი საკვების ათვისებაში, სწორედ ქოლესტერინი გვეხმარება. იაპონელმა სწავლულებმა ქოლესტერინის ნორმალურ რაოდენობად, დეცილიტრ სისხლზე - 160-199 მილიგრამი მიიჩნიეს. პაციენტთა ჯგუფში, სადაც ეს ციფრი არსებითად მცირე იყო, სიკვდილიანობა მამაკაცებში 1.6-ჯერ მეტი, ხოლო ქალებში 1.4-ჯერ მეტი აღინიშნა. გამოიკვეთა უკუდამოკიდებულებაც - კონცენტრაციის გაზრდის შემთხვევაში, სიკვდილიანობა არსებითად მცირდებოდა.