სახალხო მოძრაობის ლიდერი ანა რეხვიაშვილი ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახალხო მოძრაობის ლიდერი ანა რეხვიაშვილი ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს  ონლაინ რეჟიმში შეხვდა.

საუბარი შედგა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მოსალოდნელ პერსპექტივებზე.

ანა რეხვიაშვილმა  ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს  გააცნო სახალხო მოძრაობის, როგორც  ლიდერების ახალი თაობის პოლიტიკური პლატფორმა, პოლიტიკური გეგმები და  ახალი საერთაშორისო ინიციატივა - ,, Great Open Dialogue- Brussels”.

„ლიდერების ახალი თაობის დროა - აღნიშნა ანა რეხვიაშვილმა ევროპარლამეტართან საუბრისას.-  ჩვენ არ შემოვდივართ, უბრალოდ , პოლიტიკაში, ჩვენ შემოვდივართ, როგორც  ლიდერების ახალი თაობა - ახალი ხედვებით, ახალი ენერგიითა და ახალი პოლიტიკური ვალდებულებებით  ჩვენი ქვეყნისა და  ხალხის წინაშე, რომელიც ახლა სრულიად უიმედო მდგომარეობაშია და ვერ უმკლავდება უმუშევრობას, შიმშილსა და უპერსპექტივობას...  ჩვენი პოლიტიკური ვალდებულებაა, აღვასრულოთ წინა თაობების ისტორიული მიზანი   და მრავალეთნიკური საქართველო გახდეს  მრავალეთნიკური ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირის სრული წევრი...’’

სახალხო მოძრაობის ლიდერმა ანა რეხვიაშვილმა  ბრიუსელში შეხვედრები უკვე  გამართა:  ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან  სვენ მიკსერთან, ევროპალამენტარებთან: მიხაილ გალერთან, ვიოლა  ფონ კრამონთან,   და  მარკეტა გრეგოროვასთან. სამომავლოდ დაგეგმილია ონლაინ-შეხვედრები პოლიტიკოსებთან, დოპლომატებთან,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან.