ტურისტებს ვაქცინაციას სთავაზობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მალდივების მთავრობა, თითოეულ ტურისტს, რომელიც დასვენებას ამ კუნძულოვან ქვეყანაში გადაწყვეტს, ვაქცინაციას შესთავაზებს. ტურიზმის მინისტრის თქმით, დანერგავენ სტრატეგიას, რომლის თანახმადაც, ყოველ მსურველს შეეძლება, არა მხოლოდ დაგეგმილი შვებულება გაატაროს მალდივებზე, არამედ, კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზაც მიიღოს. ამ შემთხვევაში, ტურისტებს კუნძულებზე დარჩენა რამდენიმე კვირით მოუწევთ. ეს პროექტი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ქვეყნის ყველა მცხოვრები ვაქცინის საკუთარ დოზას მიიღებს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რომელიც პანდემიისას მნიშვნელოვნად დაზარალდა. მალდივებზე ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო ტურისტული სექტორის თანამშრომელთა 90%-მა, ხოლო მთლიანობაში - ქვეყნის მცხოვრებთა 53%-მა.