ნაჩუქარი ბილეთით ნახევარი მილიონი მოიგო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ელიზაბეტ კოკერ-ნამმა, დაბადების დღეზე, დაგვიანებულ საჩუქრად, ძმისგან მომენტალური ლატარიის - Virginia Lottery ბილეთი მიიღო. რამდენიმე კვირით, ქალს გადაავიწყდა კიდეც ეს საჩუქარი და როცა ძმამ დაურეკა, მხოლოდ მაშინღა გაახსენდა. სასწრაფოდ ბილეთი აიღო და ტელეფონზე ლაპარკის პარალელურად, მისი გადაფხეკა დაიწყო. ელიზაბეტმა მოულოდნელობისგან ყვირილი დაიწყო, როცა დაინახა, რომ ნახევარი მილიონი დოლარი მოიგო. ტელეფონის მეორე მხარეს კი გახარებული ძმა აყვირდა. მოგვიანებით აღიარა კიდეც, რომ მცოდნოდა, მომგებიანი ბილეთი იყო, ჩემთვის დავიტოვებდიო. გახარებული და კი ძმას დაბადების დღეზე განსაკუთრებულ საჩუქარს დაჰპირდა.