მოწევას საერთოდ აკრძალავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი ზელანდიის ხელისუფლება განიხილავს ინიციატივას, რათა 2025 წლისთვის, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს მოწევა. მთავრობა აპირებს, ნელ-ნელა ასწიოს მწეველთა დასაშვები ასაკი და თამბაქოს ნაწარმის ყიდვა სრულიად შეუძლებელი გახადოს მათთვის, რომლებიც 2004 წლის შემდეგ დაიბადნენ. გარდა ამისა, განიხილავენ ნიკოტინის შემცველობის დონის, ფილტრების აკრძალვისა და სიგარეტის გაყიდვის ადგილების შემცირების საკითხებსაც. ყოველწლიურად, ახალი ზელანდიის 4 500 მოქალაქე იღუპება მოწევის გამო. „ჩვენი მიზანია, 2025 წლისთვის, სრულად გავთავისუფლდეთ თამბაქოს ნაწარმისგან“, - აცხადებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დონე კი მაორის ტომებში აღინიშნება.