შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - მააიკე ვან კოლდამთან.

 მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში: საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების სისტემა.

ნიდერლანდების ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ნიდერლანდების მხარის ურყევ მხარდაჭერას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პანდემიის პერიოდში ნიდერლანდის მხარისთვის და ნიდერლანდების მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების გამო.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობის შემდგომი განვითარების გეგმების დასახვაზე ისაუბრა.