ხვალ, 13 მარტს, საქართველოში COVID 19-ის ვაქცინა შემოდის

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შაბათს, 13 მარტს, საქართველოში COVID 19-ის ვაქცინა ჩამოდის - განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 11 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და განმარტა, რომ ქვეყანაში შემოდის Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი)-ს 43 200 დოზა ვაქცინა. მინისტრის თქმით, 22 მარტიდან საქართველოში უნდა ჩამოვიდეს Pfizer/BioNtech (აშშ/გერმანია)-ის 29 250 დოზა ვაქცინა. ორივე ამ ვაქცინის შემთხვევაში, იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, აუცილებელია ვაქცინის ორი დოზის გაკეთება, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით.

პირველ ეტაპზე, ქვეყანაში პირველი დოზებით სამედიცინო პერსონალი და რისკჯგუფში მყოფი ადამიანები აიცრებიან.

ვაქცინაციის დაწყების თარიღად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 15 მარტის კვირა დაასახელა. თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინა განაწილდება დიდ რაიონულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში:

„ვაქცინა განაწილდება იქ, სადაც 100-ზე მეტი მედპერსონალია. მარტის ბოლომდე რა რაოდენობასაც მივიღებთ, ეს იქნება საკმარისი, რომ სრულად აიცრას მედპერსონალი“.