kriminali

Uncategorised
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა - სოციალური განსხვავება ყოველთვის არსებობდა. ადრეც იყო გრანდიოზული ქორწილები და შინაურობაში გადახდილი ქორწილი, სადაც მხოლოდ უახლოესი ნათესავები იყრიდნენ თავს. პანდემიის გამო, დღეს ნებისმიერი სახის დღეობა აკრძალულია, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებენ ჩუმ-ჩუმად შეკრებას. დაახლოებით ასეთ, მცირე შეკრებაზე მოხდა ის, რაც შემდეგ წინგში შეიტანეს, როგორც პრეცენდენტული და მომავალ გამომძიებლებს სხვა რამესთან ერთად, ამ საქმესაც ასწავლიდნენ.

„საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთან რეგიონში, ბიჭმა ცოლი მოიყვანა. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ამიტომ, დაახლოებით 20 კაცამდე შეიკრიბა და პრაქტიკულად ერთ ოთახში დაეტიენ მასპინძლებიცა და მაყარიც. თბილისს გარეთ მომხდაი დანაშაულები ნაკლებადმეხებოდა ხოლმე, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძებელი ვიყავი, ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, როცა მითხრეს, მკვლელობა მოხდა და უნდა წახვიდეო. მოკლული პატარძალი აღმოჩნდა და საქმემ მეც დამაინტერესა. ვერ ვხვდებოდი, ვის უნდა მოეკლა პატარძალი შუა სუფრის დროს. მთაში ქალიშვილობის ინსტიტუტს მკაცრად იცავდნენ და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იყო მკვლელობაც კი, მაგრამ რა ქალიშვილობა, პატარძალი სუფრიდან ადგა, გავიდა და 10 წუთში დანით დაჩეხილი ნახეს“,-იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

როგორც ქორწილზე დამსწრეები აცხადებდნენ, მკვლელობა გაურკვეველ ვითარებაში მოხდა. პატარძალი სუფრიდან ადგა და გავიდა. დაახლოებით ათ წუთში სიძემ მოიკითხა და გაჩნდა ეჭვი, რომ გოგო ნათესავებმა დაუმალეს, არის ასეთი ტრადიცია, პატარძალს მალავენ და მერე სიძეს მის სანაცვლოდ ფულს სთხოვენ. ამიტომ, ყველა მხიარულობდა და იცინოდა, თმცა სიძემ საკუჭნაოში დანით სასტიკად მოკლულ პატარძალს მიაგნო და ღრიალი დაიწყო. სუფრის ყველა წევრი დარწმუნებული იყო, რომ სახლში უცხო არ შესულა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამოძიებას მკვლელი მხოლოდ იქ მყოფებს შორის უნდა ეძებნათ.

„ადგილზე მისულმა პირველი, რაც დავაფიქსირე, ფოტოგრაფი იყო. ფოტოგრაფის მომსახურება მაშინ იაფი არ ღირდა,რადგან ვიდეოგადაღება არ არსებობდა და ტელევიზიის აპატარუტას კიდევ არავინ მოიტანდა. როგორც ამიხსნეს, ფოტოგრაფი პატარძლის ძმის ნანობი იყო, მან სთხოვა წაყოლა და ისიც უფასოდ წაჰყვა. ორი ფირი გადაღებული ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღბეჭდილი იქნებოდა ყველა. ფირების გამჟღავნების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ დაკითხული მყავდა სუფრის აბსოლუტურად ყველა მონაწილე, გარდა ერთისა, რომელიც ვერავინ იცნო, არადა ორ კადრში ჩანდა და ორივე კადრი სახლის ეზოში იყო გადაღებული. უცხო კაცზე რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერავინ გვითხრა, ყველა მხრებს იჩეჩდა, არ დაგვინახავსო, თუმცა პატარძლის 7 წლის დამ თქვა, მე დავინახე, როგორ მოვიდა ეს კაცი მანქანით,როგორ ესაუბრებოდა ჩემს დას, შემდეგ შავი ვარდი აჩუქაო. შავი ვარდი მაშინ ჩვენთვის წარმოუდგენლად ჩანდა, თუმცა პატარძლის დედამ დაადასტურა, შავი ვარდი ოთახში ვნახე და სანაგვეში ჩავაგდეო“,-იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამოძიებამ სანაგვეში შავი ვარდი მართლაც იპოვა, თუმცა ექსპერტმა დასკვნა დადო - ვარდი წითელია, შავი საღებავით აქვს ფერი შეცვლილი და რაც მთავარია, გამოყენებულია ავტომობილების შესაღებად განკუთვნილი სპეციალური დანადგარიო. ეს გამიძიებისთვის ახალი ხელჩასაჭიდი იყო. მაში საქართველოში ძალიან ცოტა იყო ისეთი ადგილები, სადაც ავტომბილი შეღებვა შეიძლებოდა და სამ დღეში სამართალდამცავებს სურათზე აღბეჭდფილი „მალიარი“ დაკითხვაზე ჰყავდათ.

„მე და გარდაცვლილს ერთმანეთი გვიყვარდა, შემდეგ ჯარში წავედი, იქიდან დაბრუნებულს კი მითხრა, რომ სხვა ჰყავდა და ცოლად უნდა გაჰყოლოდა. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, წერილი გამომიგზავნა, ვთხოვდებიო. ავედი და შავი ვარდი ავუტანე, ჩემთან შევღებე. სულ 5 წუთი გავჩერდი და უკან დავბრუნდი“,-ეს არის ამონარიდი „მალიარის“ ჩვენებიდან.

ექსპერტებმა ის ტანისამოსი შეისწავლეს, რომელიც მას ეცვა. ტანსაცმელზე საღებავის წვეთები აღმოჩნდა, სისხლის კვალი - არა. ექსპერტები კი ამტკიცებდნენ, გამორიცხულია მკვლელს ტანსაცმელზე ერთი წვეთი სისხლის მაინც არ შესხმოდაო. შეამოწმეს ყველას ტანსაცმელი, მაგრამ უშედეგოდ. ისე ჩანდა, რომ მკვლელი ქორსილის სტუმრების შორის არ იყო, მაგრამ ყველა როგორ ამტკიცებდა, უცხო არავინ ყოფილაო?!

„პირში ჩალაგამოვლებული დავრჩი. საქმე თაროზე შემოვდე, რადგან ხელში არაფერი მეჭირა. თან სად შევრცხვი, სადღაც, მთაში... არ მეგონა თუ ჩემზე ჭკვიანი დამნაშავე ასეთ მიყრუებულ მხარეში იცხოვრებდა,როგორც წესი, ასეთები ასპარეზად დიდ ქალაქებსირჩევენ ხოლმე. რა უნდა მექნა? დარწმუნებული ვიყავი, ანალოგიური რამ აღარ მოხდებოდა, ანუ ქორწილში პატარძალს არავინ დაჩეხავდა, ვერც სხვა კვალს მივაგენი და ხელი ჩავიქნიე“,-ღიმილით გვიყვებასაკუთარ გაწბილებას ბატონი თენგიზი.

წელიწადზე ოდნავ მეტი იყო გასული, როცა უკვე თბილისში, ქორწილში პატარძალი დაჭრეს. ჰო, კი არ მოკლეს, დაჭრეს, რადგან პირველი ჭრილობის შემდეგ, მან არაადამიანური ხმით იყვირა და მკვლელი გაიქცა. ეს ყველაფერი იმ რესტორნის საპირფარეშოში მოხდა, სადაც ქორწილი იმართებოდა. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავები ადგილზე მალე მივიდნენ და იმის მიუხედავად, რომ ქალმა დაკივლება მოასწრო, მან ვერ დაინახა, ვინ დაარტყა დანა, რადგან თავდამსხმელი ზურგიდან მიეპარა.

„სასწრაფო წესით ჩამოვიღე თაროდან ძველი საქმე და სტუმრების შედარება დავიწყე. მაინტერესებდა, ხომ არ იყო ამ ორ ქორწილში ერთი და იგივე პირი, თუმცა გაწბილება მელოდა - არცერთი სახელი და გვარი არ დაემთხვა. თანაც, ეს ცოტა მასშტაბური ქორწილი იყო და დაპატიჟებული სტუმრების სია მომიტანეს. შესაძლებელი იყო, ვინმე უცხოც ყოფილიყო და ამიტომ, ფოტოგრაფი მოვიკითხე. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ფოტოგრაფი იგივე აღმოჩნდა, რომელიც იქ, მთაში იღებდა ქორწილს. მთავარი ეჭვმიტანილიც სწორედ ის გახდა და მისი სახლისკენ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად დაუყოვნებლივ გავედი“,-იხსენებს ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებს ფოტოგრაფი შინ არ დახვდათ. 35 წლის კაცი სრულიად მარტო ცხოვრობდა, თუმცა მისი ბინის კარი, მოწმეების თანდასწრებით მაინც გააღეს და ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად იპოვეს სისხლიანი პერანგი, რომელიც დაჭრილი პატარძლის სისხლის ჯგუფს დაემთხვა. ეს უკვე მყარი სამხილი იყო და ფოტოგრაფზე ძებნა გამოცხადდა. ის მესამე დღეს... დაღესტანში დააკავეს.

„ცოლის მოყვანის მცდელობა სამჯერ მქონდა, მაგრამ სამივეჯერ ქალებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. შემდეგ, სამივემ მითხრა, მინდა, ჩემს ქორწილში იყო ფოტოგრაფიო, ამით ბოლომდე მიწასთან გამასწორეს. ჰოდა, მას შემდეგ პატარძლები შემძულდნენ. რამდენჯერმე გამიჩნდა მათი მოკვლის სურვილი, მაგრამ ვერ ვბედავდი. ერთი წლის წინ კი, პატარძალი სრულიად მარტო შემეჩეხა და ბევრი არ მიფიქრია, დანა რამდენჯერმე დავარტყი. სამსახურის კოსტუმი მეცვა, გავიხადე, მანქანაში დავმალე, ახალი ჩავიცვი და დავბრუნდი. ფოტოგრაფი ქორწილებში ყველაზე თავისუფალი კაცია, მიდის, მოდის, ყურადღებას არავინ აქცევს და რაც მთავარია, კადრში არ ხვდება. ამიტომაც, ვერ შენიშნეს გამომძიებლებმა, რომ ერთი წლის წინ ქორწილში სხვადასხვა კოსტუმი მეცვა, თორემ საქმეს იქვე გახსნიდნენ, უბრალოდ მე ფოტოებზე არ ვიყავი. ახლაც იგივეს გაკეთება მსურდა, მაგრამ ფატამ შემიშალა ხელი, პირზე ვერ ავაფარე, თითები ამებლანდა და პატარძალმაც ისეთი ხმა ამოუშვა, მეგონა ჭერი ჩამოიქცეოდა“,-ეს არის ფოტოგრაფის აღსარების ფრაგმენტი.

სასამართლოზე ფოტოგრაფმა ერთი მოსამართლე აიცილა, აქაოდა, ქალია, მიკერძოებული იქნებაო. კაცმა მოსამართლემ 15 წელი მიუსაჯა და როგორც მერე ახსნეს, დახვრეტის მუხლს ერთადერთი მიზეზის გამო აცდა - მეორე მსხვერპლი არ მოკვდა, მხოლოდ ერთი მკვლელობისთვის კი, მაშინაც ძალიან იშვიათად ხვრეტდნენ.

პატიმარი #0578