გამოცდაზე ძროხების ცოდნას შეამოწმებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთის ხელისუფლებამ ყოველწლიური ფაკულტატიური გამოცდა შემოიღო დისციპლინაში „მეცნიერება ძროხების შესახებ“. გამოცდის ჩაბარება მოუწევს ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, ასევე, ნებისმიერ მსურველსაც, რომელსაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ.

საკუთარი ცოდნის შემოწმება სურს.
საგამოცდო ტესტი 100 კითხვისგან შედგება და ხელმისაწვდომია 12 რეგიონულ ენაზე. გამოქვეყნდა 54-გვერდიანი მეთოდიკაც ტესტის ჩასაბარებლად. თუმცა მასში ისეთი მტკიცებულებებიც აღმოაჩინეს, რასაც მეცნიერული ახსნა არ მოეძებნება. მაგალითად: „ინდური ჯიშის ძროხების რძე ოქროს ნაწილაკებს შეიცავს“, ან „მიწისძვრები ძროხების დაკვლის გამო ხდება“.