ნივთიერება, რომელიც ადამიანებს კიბოსგან იცავს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაგნიუმი რაციონში კიბოსგან დაგიცავთ magnii აშშ-ს ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, რაციონში მაგნიუმის არსებობა სასარგებლოა იმ მიზნით, რომ ის ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო. შეერთებულ შტატებში, სიმსივნის ეს სახეობა რიგით მეოთხეა სიკვდილიანობის მიზეზებში, როგორც ქალებში, ასევე, მამაკაცებში. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი უნიკალურია ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, რადგან ის საკმაოდ სერიოზულად განსხვავდება სიმსივნის სხვა სახეებისგან. გამოკვლევებით დადგინდა, რომ მაგნიუმი ირიბად უკავშირდება დიაბეტის განვითარების რისკს, რომელიც, თავის მხრივ, პანკრეასის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. სწავლულებმა 50-დან 76 წლამდე ასაკის, 66 000 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს, შეისწავლეს პირდაპირი კავშირი მაგნიუმსა და პანკრეასის კიბოს შორის, გითვალისწინეს ასაკი, სქესი, წონა და სხვა ფაქტორები. შედეგად დაადგინეს, რომ რაციონში, მაგნიუმის წილის 100 გრამით ყოველდღიური შემცირება 24%-ით ზრდიდა სიმსივნის განვითარების რისკს. ამასთან, ისიც გამოვლინდა, რომ მაგნიუმის ასეთი ეფექტი არ უკავშირდება არც ასაკის გავლენას, არც სქესს და სხვა ფაქტორებს.