„სიძულვილის ცხელი ხაზი“ გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანიაში პირველი „სიძულვილის ცხელი ხაზი“ გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს, იჩხუბოს, იყვიროს და უცენზურო სიტყვებიც გამოიყენოს. ამგვარი ცხელი ხაზის გახსნის იდეა ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლებს - რალფ შულტესა და ალექსანდერ ბრანდერბურგს ეკუთვნის. ისინი განრისხებულ კლიენტებს მშვიდად უსმენენ და ამისთვის წუთში 1.49 ევროს იღებენ. ოპერატორების თქმით, ისინი ზარებს დღე-ღამის განმავლობაში, 16-18 საათამდე იღებენ. ქალაქ ვისბადენში, „სიძულვილის ცხელი ხაზი“ უკვე რამდენიმე კვირაა ამოქმედდა. იდეის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩხუბი და გინება ადამიანს უფრო უმძაფრებს განწყობას და მათ ფსიქიკაზე ცუდად აისახება, თუმცა ავტორები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. მათი თქმით, ცხელი ხაზი სასარგებლოა ადამიანებისთვის, თანაც ისინი არ შედიან მათთან ურთიერთობაში, რომლებსაც ცხადად ეტყობათ ფსიქოლოგიური სტრესი და მათ სპეციალისტებთან გასაუბრებას ურჩევენ.