ნარკოტიკს მშენებლობაში იყენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლათინოამერიკულ ქვეყანაში, ეკვადორში, ჩამორთმეული კოკაინი იმ რაოდენობით დაგროვდა, რომ მისგან შენობების აშენება დაიწყეს. ყოველ კვირას, სამართალდამცავების მიერ ამოღებული ასობით შეფუთვა ნარკოტიკი მიაქვთ გადამამუშავებელ ქარხნებში, სადაც მას სხვა ნარჩენებთან ერთად ანაწევრებენ. ფხვნილს ურევენ ცემენტს, ქვიშასა და წყალს. მიღებული მასალით შენობების საძირკველს ასხამენ. ნარკოტიკების უტილიზაციის ამ მეთოდს ინკაფსულაციას უწოდებენ. თვლიან, რომ ეს მის დაწვაზე ოთხჯერ უფრო სწრაფი მეთოდია. ეკვადორი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ინკაფსულაციის სამრეწველი მასშტაბებით გამოყენება დაიწყო.