პირველი აიფონი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირველი თაობის აიფონი, რომელიც ორიგინალ ყუთში, გაუხსნელ მდგომარეობაში იყო, ონლაინ-აუქციონზე რეკორდულ ფასად - 63 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. ეს გაჯეტი 2007 წელს გამოვიდა და დასაწყისში მისი ფასი 600 დოლარი იყო. ამ მოდელს 3.5-დიუმიანი ეკრანი, 2-მეგაპიქსელიანი კამერა და 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს. აღსანიშნავია, რომ Apple-ს ძველი ტექნიკა კოლექციონერებში ძვირად ფასობს. გასულ წელს, ანონიმმა მყიდველმა Apple-1-ის კომპიუტერული პლატა, პირადად სტივ ჯობსის მიერ დანომრილი, 442 ათას დოლარად შეიძინა.