მარიხუანას ძაღლებსაც გაასინჯებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული კულინარიული ტელეშოუს წამყვანმა მარტა სტიუარტმა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების გაყიდვები წამოიწყო, რომელშიც კანაფია გარეული. ეს ორცხობილები და ზეთია, რომელიც ძაღლებისთვის საკვებ დანამატად შეიძლება გამოიყენონ. საკვებში კანაბიდიოლს უმატებენ - ეს კანაფის ექსტრაქტია და მას არ აქვს ფსიქოაქტიური თვისებები, თუმცა დამამშვიდებლად მომედებს ადამიანებსა და ცხოველებზე. სტიუარტი ამტკიცებს, რომ მისი პროდუქცია საყვარელი ცხოველების ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, მოუხსნის მათ სტრესს და სახსრების ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს. ახალი საკვების ღირებულება 20-დან 23 დოლარამდეა.