დიდებული მარცხი - საქართელო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან, 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საკალათბურთო ფორუმს სამი ქვეყანა - იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები სამივე ქვეყანაში შედგება, აი, პლეი-ოფები კი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. სწორედ მანილა უმასპინძლებს 29 აპრილს ჯგუფური ეტაპის წილისყრას, სადაც 32 ნაკრები 4 ქვეჯგუფში გადანაწილდება და პლანეტის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად იბრძოლებს. ეს ინფორმაცია შესაძლოა რიგითი ამბავი ყოფილიყო და მხოლოდ კალათბურთის თავგადაკლულ ქომეგებს დააინტერესებდათ, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა - მსოფლიოს საუკეთესო 32 ნაკრებში საქართველოცაა. საუკუნის მატჩი, ასე შეიძლება მოინათლოს ისლანდიასთან დაპირისპირება, რომელსაც 26 თებერვალს თბილისის სპორტის ახალმა სასახლემ უმასპინძლა. იმის გამო, რომ რეიკიავიკში მოგებული გვქონდა, შინ ყველაზე ცუდ შემთხვევაშ, მხოლოდ 3 ქულით უნდა წაგვეგო და ამ შემთხვევაშიც კი გავდიოდით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. გავდიოდით ისტორიაში პირველად...

დარწმუნებული ვართ, აღნიშნულ შეხვედრას კალათბურთის მოყვარულმაც და არამოყვარულმაც უყურა და თრილერი. რომელიც გათამაშდა, გულგრილს არავის დატოვებდა. სწორედ 3 ქულით წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხი მოგების ტოლფასი იყო და ახლა 29 აპრილის წილისყრას მოუთმენლაად ველით. ვინ იცის, ეგებ ბედმა ისეთი მეტოქეები გვარგუნოს, პლეი-ოფში გასვლაზეც ვიფიქროთ.

და ერთი, ძალიან, ძალიან საინტერესო რამ, რაზეც მატჩის ბოლოს აქცენტი არავის გაუკეთებია, მაგრამ შემდეგ, როცა ემოციები ჩაცხრა, საკალათბურთო წრეებში ამაზე შიშით საუბრობდნენ. ბოლო წამს, როცა 3 ქულას ვაგებდით, ბურთი ჩვენს ამერიკელ ლეგიონერს, თად მაკფადენს მიუვიდა და მანაც ანგარიშმიუცემლად მეტოქის ფარისკენ გაისროლა. ის ბურთი რომ ჩავარდნილიყო, ანგარიში გათანაბრდებოდა და დაინიშნებოდა დამატებითი ტაიმი, რომელიც არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა.

„ეს იყო დიდებული წაგება, ჩემს კარიერაში კი უბედნიერესი დღე“,-განაცხადა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა.

„ჩემი გუნდით წარმოუდგენლად ვამაყობ, საქართველოს კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას ვულოცავ“,-სულ ეს იყო, რაც ისლანდიელთა დამრიგებელმა ნამატჩევს თქვა.