Menu
RSS

სალომე ზურაბიშვილის შტაბმა რეკლამებზე 5 მილიონზე მეტი დახარჯა, გრიგოლ ვაშაძის შტაბმა კი _ მილიონი ლარი

რამდენი მილიონი ლარი მიიღეს, რაში დახარჯეს პარტიებმა პოლიტიკური ფული, რატომ დაჯარიმდა პატრიოტთა ალიანსი და კიდევ რა საქმეებს სწავლობს აუდიტის სახელმწიფო სამსახური

პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად კანონიერად დაიხარჯა პოლიტიკური ფული წინასაარჩევნო პერიოდში. ისიც საინტერესოა, რომელი შემოწირულობა მიიჩნია აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა უკანონოდ, რამდენი საჩივარი შეისწავლეს აუდიტორებმა, რომელი პარტიები დააჯარიმეს და დარღვევის რა ფაქტები გამოავლინეს? _ ამ მიზნით, 26 ნოემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა დარღვევა და ხარვეზი. ვნახოთ, რამდენად ხელგაშლილები არიან პოლიტიკური პარტიები, ვინ რა შემოსავალი მიიღო და კონკრეტულად, რაში დაიხარჯა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე შემოწირულობების სახით მიღებული პოლიტიკური ფული!

პარტიების შემოსავლები 

საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო აქვთ _ შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება. ამასთან, კვალიფიციურ სუბიექტებს მიზნობრივი საარჩევნო დაფინანსებაც (საბიუჯეტო დაფინანსების მქონე 19 კვალიფიციური სუბიექტიდან, არჩევნებში 16 სუბიექტი მონაწილეობდა) გააჩნიათ, რაც საარჩევნო უბანსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობის ხარჯისა და საარჩევნო რეკლამის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. ჯამში, ყველა საარჩევნო სუბიექტმა, არჩევნების პირველი ტურის დროს, 1 აგვისტოდან-28 ოქტომბრის ჩათვლით, 16 299 394 ლარის შემოსავალი მიიღო. 

უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილის შტაბმა შემოწირულობების სახით 5 395 983 ლარი მიიღო, სხვა შემოსავლების სახით _ 1 000 000 ლარი, რაც ს/ს ,,ქართუ ბანკიდან'' აღებული სესხია, ჯამში _ 6 395 983 ლარი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 247 932 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 423 535 ლარი იყო, შემოწირულობები _ 718 767 ლარი, სხვა შემოსავალი _ 81 106 ლარი, ჯამში _ 1 471 939 ლარი; ევროპული საქართველო ბიუჯეტიდან 259 032 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 423 535 ლარი იყო, შემოწირულობები _ 616 283 ლარი, ჯამში _ 1 298 850 ლარი; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ბიუჯეტიდან _ 150 000 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 423 535 ლარი იყო, შემოწირულობები _ 286 500 ლარი, ჯამში _ 860 035 ლარი; შენების მოძრაობა ბიუჯეტიდან 128 049 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 423 535 ლარი იყო, შემოწირულობები _ 35 490 ლარი, ჯამში _ 587 074 ლარი; მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის ბიუჯეტიდან _ 126 795 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 423 535 ლარი იყო, შემოწირულობები _ 14 000 ლარი, ჯამში _ 564 330 ლარი; საქართველოს ლეიბორისტული პარტია ბიუჯეტიდან _ 118 203 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 423 535 ლარი იყო, შემოწირულობები _ 3 000 ლარი, ჯამში _ 544 738 ლარი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბიუჯეტიდან _ 94 713 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 409 506 ლარი იყო, შემოწირულობები _ 12 750 ლარი, ჯამში _ 516 969 ლარი; ქრისტიან-კონსერვატიული პარტია ბიუჯეტიდან 94 713 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 409 506 ლარი იყო, ჯამში _ 504 219 ლარი; ახალი საქართველო ბიუჯეტიდან 48 879 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება _ 402 492 ლარი, შემოწირულობები _ 47 000 ლარი, სხვა შემოსავალი _ 100 ლარი, ჯამში _ 589 471 ლარი; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ბიუჯეტიდან 48 879 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 402 492 ლარი იყო, შემოწირულობები _ 400 ლარი, ჯამში _ 451 771 ლარი; თავისუფალი საქართველო ბიუჯეტიდან 21 756 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 388 464 ლარი იყო, შემოწირულობები _ 34 896 ლარი, სხვა შემოსავალი _ 500 ლარი, ჯამში _ 445 616 ლარი; ახალი ქრისტიან-დემოკრატები ბიუჯეტიდან 21 756 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 388 464 ლარი იყო, სხვა შემოსავალი _ 900 ლარი, ჯამში _ 411 120 ლარი; თავისუფლება _ ზვიად გამსახურდიას გზა ბიუჯეტიდან 21 756 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 388 464 ლარი იყო, ჯამში _ 410 220 ლარი; ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა ბიუჯეტიდან _ 21 756 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 388 464 ლარი იყო, ჯამში _ 410 220 ლარი; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი ბიუჯეტიდან 21 756 ლარით დაფინანსდა, მიზნობრივი დაფინანსება 388 464 ლარი იყო, ჯამში _ 410 220 ლარი; სხვა დანარჩენი _ 63 052 ლარი; მთლიანობაში, კვალიფიციური სუბიექტები ბიუჯეტიდან 1 486 380 ლარით დაფინანსდნენ, მიზნობრივი დაფინანსება 6 510 018 ლარი იყო, შემოწირულობები _ 7 228 791 ლარი, სხვა შემოსავალი _ 1 082 606 ლარი, ჯამში _ 16 299 394 ლარი. 

პირველი ტურის შემდგომ პერიოდში, 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, მეორე ტურში გადასულმა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 3 489 303 ლარი მიიღეს შემოწირულების სახით. აქედან, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო დაახლოებით 85% ანუ 2 964 704 ლარი, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 15% ანუ 524 599 ლარი. 

პარტიების ხარჯები 

1 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ჯამში, 13 839 319 ლარი დახარჯეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ხარჯი ძირითადად, სატელევიზიო რეკლამებსა და შრომის ანაზღაურებაზე განაწილდა. 

უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილის შტაბმა რეკლამაზე 5 235 606 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე _ 2 354 382 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე _ 39 250 ლარი, ჯამში _ 6 351 949 ლარი; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამაზე 633 245 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე _ 472 210 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე _ 340 005 ლარი, ჯამში _ 1 133 536 ლარი; ეროპულმა საქართველომ რეკლამაზე 753 648 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე _ 174 984 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე _ 40 809 ლარი, ჯამში _ 1 026 784 ლარი; შენების მოძრაობამ რეკლამაზე 8 661 ლარი დახარჯა, შრომის ანაზღაურებაზე _ 477 933 ლარი, ჯამში _ 550 863 ლარი; მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ რეკლამაზე 277 110 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე _ 277 110 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე _ 165 101 ლარი, ჯამში _ 531 835 ლარი; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ შრომის ანაზღაურებაზე 458 512 ლარი დახარჯა, ჯამში _ 475 159 ლარი; ახალმა საქართველომ რეკლამაზე 3 498 ლარი დახარჯა, შრომის ანაზღაურებაზე _ 352 070 ლარი, ჯამში _ 444 072 ლარი; თავისუფალმა საქართველომ რეკლამაზე 10 871 ლარი დახარჯა, შრომის ანაზღაურებაზე _ 390 639 ლარი, ჯამში _ 435 872 ლარი; ეროვნულ-დემოკრატიულმა აპრტიამ რეკლამაზე 34 762 ლარი დახარჯა, შრომის ანაზღაურებაზე _ 325 485 ლარი, ჯამში _ 424 485 ლარი; ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა რეკლამაზე 2 500 ლარი დახაჯა, შრომის ანაზღაურებაზე _ 410 412 ლარი, ჯამში _ 418 288 ლარი; თავისუფლება _ ზვიად გამსახურდიას გზამ რეკლამაზე 430 ლარი დახარჯა, შრომის ანაზღაურებაზე _ 392 394 ლარი, ჯამში _ 410 220 ლარი; ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობამ შრომის ანაზღაურებაზე 396 500 ლარი დახარჯა, ჯამში _ 410 000 ლარი; ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ შრომის ანაზღაურებაზე _ 370 985 ლარი დახარჯა, ჯამში 408 769 ლარი; მოძრაობა _ სახელმწიფო ხალხისთვის: შრომის ანაზღაურებაზე 348 405 ლარი დახარჯა, ჯამში _ 376 342 ლარი; საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ რეკლამაზე 7 675 ლარი დახარჯა, შრომის ანაზღაურებაზე _ 124 648 ლარი, ჯამში _ 200 731 ლარი; მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის რეკლამაზე 14 427 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე _ 14 427 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე _ 56 725 ლარი, ჯამში _ 166 744 ლარი; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა შრომის ანაზღაურებაზე 5 500 ლარი დახარჯა, ჯამში _ 28 804 ლარი; სხვა დანარჩენი პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები ასეთია: რეკლამაზე 59 794 ლარი დაიხარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე _ 14 427 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე _ 2 425 554 ლარი; მთლიანობაში, რეკლამაზე 7 015 469 ლარი დაიხარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე _ 3 293 123 ლარი, შრომის ანაზღაურებაზე _ 4 695 373 ლარი, ჯამში _ 13 839 319 ლარი. 

პარტიების შემოწირულობები 

ცხადია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა პარტიების შემოწირულობები დეტალურად შეისწავლა. ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შემოწირულებების შესწავლის პროცესში, შემოსავლების სამსახურიდან აუდიტის სამსახურმა 576 ფიზიკურ პირზე გამოითხოვა ინფორმაცია. შემოსავლების დასაბუთების მიზნით, დამატებითი განმარტებებისთვის, გასაუბრებაზე 31 პირი მიიწვიეს, თუმცა აუდიტორებმა მხოლოდ 11 პირი გამოკითხეს. მიზეზი ისაა, რომ მიწვეული ფიზიკური პირების დიდი ნაწილის იურიდიული მისამართი, რაც რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის ბაზებში, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართისგან განსხვავდება. შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის დროულად გადამოწმებაში ეს ხარვეზი აუდიტის სამსახურს ხელს უშლის! 

შემოწირულობების შესწავლის პროცესში აუდიტის სამსახურმა ორი, კონკრეტული შემოწირულობა აკრძალულად მიიჩნია, რადგან შემომწირველებმა თანხის წარმომავლობა ვერ დაასაბუთეს. პირველი მათგანი ლაშა ცუცქირიძეა, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 10 000 ლარი შესწირა; მეორე ნიკოლოზ დალაქიშვილია, მან 2018 წლის 24 სექტემბერს, ევროპულ საქართველოს 2 000 ლარი გადაურიცხა. 

,,აღნიშნული პირების მიმართ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა. შესაბამისი მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გადაიგზავნა. აუდიტის სამსახური ამ პირების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ, ორმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს'', _ აცხადებენ აუდიტის სახელმწიფო სამსახურში. 

აუდიტის სამსახურმა ჩაჩავას სახელობის კლინიკისა და ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების მიერ, ოქტომბრის დასაწყისში, დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესწავლაც დაიწყო. სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, სამსახურმა შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან და საბანკო დაწესებულებებიდან გამოითხოვა. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად, აუდიტის სამსახურმა გასაუბრებაზე ოთხი ფიზიკური პირი მიიწვია, რომელთაგან ორმა შემოსავლების დამადასტურებელი ინფორმაცია წარადგინა, ხოლო ორი ფიზიკური პირის მიწვევა ალტერნატიული მისამართების გამოყენებით იგეგმება. 

პარტიების დეკლარაციები 

11-დან 19 ოქტომბრამდე, აუდიტის სამსახურმა საქართველოს 30 ქალაქში განახორციელა მონიტორინგი. შესაბამისად, საუკეთესო შედეგის მქონე სამი საარჩევნო სუბიექტის 33 ოფისი გამოვლინდა, რომლებზეც ხარჯების კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს. 

,,საანგარიშგებო პერიოდში, ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასწორად წარმოდგენის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ორი საარჩევნო სუბიექტის მიმართ შედგა: „თავისუფალი საქართველო“ _ ნაღდი ფულის ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, რისთვისაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გათვალისწინებულია ჯარიმა _ 2 000 ლარის ოდენობით; დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე _ შემოწირულებების მიღების წესისა და თანხის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის წესის დარღვევა, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს ჯარიმას _ 1 000 ლარის ოდენობით'', _ აცხადებენ აუდიტის სახელმწიფო სამსახურში. 

საჩივრების შესწავლა 

საარჩევნო პერიოდში, აუდიტის სამსახურში შემოსული საჩივრებისა და სამსახურის მიერ განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგად, 11 საქმეზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო. საჩივრების ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: 4 საქმეზე წარმოება დასრულდა, 1 საქმეზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 7 საქმეზე მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სამართლებრივი და პროცედურული მოქმედებების გატარება. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, რომელიც საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სააგიტაციო ბროშურების ბეჭდვას ეხება, აუდიტის სამსახურმა შესწავლა დაიწყო. დაბეჭდილი ბროშურების ღირებულება _ 15 295 ლარის ოდენობით, აუდიტის სამსახურმა, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებულ აკრძალულ შემოწირულებად მიიჩნია!

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა, რათა პატრიოტთა ალიანსს, კანონით განსაზღვრული ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს! 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივარზე, რაც რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში აგვისტოში განხორციელებულ ცვლილებებს ეხება, აუდიტის სამსახურმა შესწავლა დაიწყო. დადგინდა, რომ საჩივარში მითითებულმა მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა, კანონით დადგენილ ვადაში განახორციელეს ცვლილებები, თუმცა ეს ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევად არ მიიჩნია. 

„სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის შესაბამისად, რაც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების მიერ, ,,გელათობის'' დღესასწაულზე თანხის დარიგების ფაქტს ეხებოდა, აუდიტის სამსახურმა შესწავლა დაიწყო. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა თვითმხილველი გამოკითხეს, მან საჩივარში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. შესაბამისად, მოსყიდვის ფაქტი ვერ დადასტურდა! 

არჩევნების დღეს, მედია-საშუალებებით, ,,საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს'' მიერ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები გავრცელდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეს ფაქტიც შეისწავლა და ორგანიზაციის მიერ დასახელებული ოთხი თვითმხილველიც გამოკითხა, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, მოსყიდვის ფაქტი ვერ დადასტურდა! 

ამჟამად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 7 საქმის შესწავლა მიმდინარეობს. კერძოდ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სატელევიზიო რეკლამის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე. ამასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან 14 ოქტომ ბრამდე პერიოდის ინფორმაცია გამოითხოვა. დამატებითი კითხვების არსებობის გამო, სამსახურმა განმეორებით მიმართა კომუნიკაციების კომისიას სრული საარჩევნო პერიოდის ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით. შესაბამისად, სამსახური მიღებული ინფორმაციის შესწავლას განაგრძობს. 

აუდიტის სამსახური სწავლობს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს'' მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რაც ,,ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს'' მიერ დაფინანსებულ საარჩევნო კვლევას ეხება. აუდიტის სამსახურმა წერილობით მიმართა პარტიას და გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნული კვლევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯის, კვლევის საგნისა და მიზნების შესახებ. 

აუდიტორები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციასაც სწავლობენ, რაც „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის შტაბის მიერ ფინანსური რესურსების გამოყენების შესაძლო დარღვევას ეხება. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აუდიტის სამსახურმა წერილობით მიმართა პარტიას. 

აუდიტის სამსახური სწავლობს მედიით გავრცელებულ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ აუდიტის სახელმწიფო სამსახურში წარდგენილ საჩივარსაც, რაც გარდაბანში სხვადასხვა საკვები პროდუქტის დარიგებას ეხება. დამატებითი განმარტებებისთვის, სამსახურში სატელევიზიო სიუჟეტში მონაწილე პირი მიიწვიეს. აუდიტის სახელმწიფო სამსახურში მიმდინარეობს „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრისა და ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესწავლაც, რაც სხვადასხვა ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის მიერ, მეორე ტურის წინ, სააგიტაციო კამპანიის წარმოებას ეხება. 

უფრო კონკრეტულად, საჩივარი ეხება მოძრაობა „არა ნაციზმს“ _ რუსთაველის გამზირზე გახსნილი ოფისის ხარჯსა და აქტივობებს; მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ _ რეგიონებში ორგანიზებულ შეხვედრებს; ბილბორდების _ „არა ნაციზმს'', „არა ძალადობას“ _ დამზადებისა და განთავსების ხარჯს. ამ საკითხებზე, დამატებითი განმარტებებისთვის, აუდიტის სამსახურში ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა ფიზიკური პირები მიიწვიეს.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში