Menu
RSS

„ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სქემას შიფრავს!

ბუნებრივია, „ვერსია“ ელისო კილაძესა და წყაროს მიერ დასახელებულ რამდენიმე პირს დაუკავშირდა და ინფორმაციის გადამოწმება სცადა. 

ელისო კილაძემ განაცხადა - „მეხუმრებით ახლა, თუ სერიოზულად მეუბნებით!“ -  სერიოზულად გეუბნებით, ელისო, წყარომ დაგვისახელა ელექტრონული ფოსტის მისამართიც და ამ მისამართიდან გაგზავნილი წერილის ასლიც გადმოგვცა: 

- მე მაქვს ჩემი საკუთარი, რეგისტრირებული სოციალური ქსელი, მეორე - მუდმივად ვსარგებლობ გაზეთის ოფიციალური ელექტრონული მისამართით, რომელიც გაზეთის გვერდზეა გამოქვეყნებული. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თქვენს წყაროს, ეტყობა ჩემს გავლენებზე, რომ თუ ჩემი გავლით ფინანსდებიან, მათ შორის, ექსპერტები და ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, ეს არის სრული სისულელე. მით უმეტეს, ძალიან სასაცილო თანხებია, ეს არის მორიგი ტროლიკი, ეტყობა, ქართული ოცნების „შავი პიარის“ მოშეს მხრიდან იმიტომ, რომ მე მუდმივად ვწერდი ქართული ოცნების „შავ სალაროზე“, საიდანაც ფინანსდება ნანა კაკაბაძე, ია მეტრეველი, საიდანაც იმართება მთელი ეს მოძრაობა „ანტი ნაცი“, საიდანაც ფინანსდება ბანერები და ა. შ. ეტყობა, პასუხად ასეთი ხუმრობა მოიგონეს. 

რაც შეეხება ბეჟუაშვილებს, მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ ბეჟუაშვილის გავლენები თქვენმა წყარომ უნდა მოიკითხოს მამუკა ბახტაძესთან იმიტომ, რომ ისინი საკმაოდ სერიოზულად არიან წარმოდგენილნი „ოცნების“ პრემიერის კარზე. 

რაც შეეხება იმას, თუ  რა ხდება ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციაში, სად იკრიბებიან და რა გეგმები აქვთ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს იმიტომ, რომ არანაირი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან არ მქონია და არ მაქვს, მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რაც შეეხება კონვერტებს, დიახ, კონვერტებით ნამდვილად იმართებიან, მათ შორის, ჟურნალისტებიც და ეს ფული, დიდი ხნის განმავლობაში, გადიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოდან. მე უფრო საინტერესო სია მაქვს ჟურნალისტებისა და ექსპერტების, რომლებიც სუსი-დან ფინანსდებიან და, მერწმუნეთ, თანხები გაცილებით მაღალია, ვიდრე 400, 500 ან 600 ლარი. ამ სიის გამოქვეყნებას ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.“ 

ნინო ჯანგირაშვილმა წყაროს ინფორმაციას აბსურდი უწოდა და განაცხადა:

-ისეთ აბსურდს მეუბნებით ახლა, რომ არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. ეს არის ჩვეულებრივი, სუსი-ს გავრცელებული ინფორმაცია და ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენ ამას იმეორებთ და ტირაჟირებას უკეთებთ. წყარო რას ნიშნავს? არა, უნდა აგიხსნათ, დავბერდი ამ სფეროში და ასეთ იდიოტურ სიტუაციაში ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ. ამიხსენით, წყარო რას ნიშნავს?

- ეს ადამიანი ადრე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, პარტიის ფინანსებთან ხელი მიუწვდებოდა და საკმაოდ დიდი გავლენითაც სარგებლობდა. ამიტომაა წყარო და ამის მიუხედავად, დაგირეკეთ და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენთან ვამოწმებ...

- ერთი წამით, მომისმინეთ. მე ხომ არ გთხოვთ წყაროს დასახელებას, რა ფორმით ვფინანსდები, აბა, ახლა მითხარით? ჩამირიცხეს, ჩემოდნით მოაქვთ, სახლში მომიტანეს, რას ნიშნავს ვფინანსდები? თქვენ ამას მაინც დაწერთ და მე ახლა თავი უნდა ვიმართლო - აი, ესაა საზიზღარი, ჩვეულებრივი, სუსი-ს ბინძური მეთოდი, რომელიც ამდენი წელია, ნაციონალად მაცხადებს, როგორც კი „ოცნებას“ გავაკრიტიკებ, ან რამეს ვიტყვი. „რუსთავი 2“ დავიცავი თავის დროზე და ატყდა ამბავი, რომ აი, ნაციონალია; მაუწყებლობის შესახებ კანონზე ვდაობდი, მათ შორის, სამთავრობო ტელევიზიასთან ერთად და გინდა, თუ არა, ნაციონალი ხარო. ახლა ასეთი აბსურდის გავრცელება ჩვეულებრივი ამბავია, ვიცი, ეს ტექნოლოგია როგორც მოქმედებს. თქვენ ვიღაცამ გითხრათ, არც მოსთხოვთ იმ წყაროს, წყარო ეგრე კი არ არის, ვიღაცა მოვიდა, ყურში ჩამჩურჩულა... დიდი ბოდიში, რა, უფრო მაღალ სტანდარტებზე რომ ვმუშაობდეთ, კარგი იქნებოდა, ჟურნალისტები... იმ წყაროს ის მაინც მოსთხოვეთ, აგიხსნათ, როგორ ვფინანსდები ნაციონალური მოძრაობისგან. მთელი ტექნოლოგიაც ესაა - თქვენ დაწერთ, მერე მიაბამთ, რომ ჯანგირაშვილი თავს იმართლებს. რა თქმა უნდა, რომც მაფინანსებდნენ, ხომ მაინც უარვყოფდი, არა? ანდა ამიხსენით, ეს მეგობრული მედიასაშუალება რას ნიშნავს? იცით, რა არ მომწონს? ჩვეულებრივ მონაწილეობთ სუსი-ის პიარ-კამპანიაში და ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ, რომ ასე დაახეთქოს ვიღაცამ, ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს, რას ნიშნავს აფინანსებს, ამიხსენით, რა? კოლეგიალურად გირჩევთ, ამ ადამიანს, როგორც წყაროს, არასდროს არაფერი აღარ დაუჯეროთ.  

- ამის გამო ხომ არ დააყადაღეს ტელეკომპანია „კავკასია“?

- რა დააყადაღეს, რას ჰქვია დამაყადაღეს? ვინმე რომ მაფინანსებდეს და ფული რომ მქონდეს საერთოდ, ასეთ დღეში ვიქნებოდი? ქონება დამიყადაღეს იმიტომ, რომ დღგ-ს გადახდა დავაგვიანე რამდენიმე დღით. აბსურდი გააკეთეს აბსოლუტური, როდესაც გრაფიკით ვიხდიდი ძველ დავალიანებას და მიმდინარე, 4 000 ლარის გადახდა დამიგვიანდა ორი დღით და დამიყადაღეს. რა სისულელეა? მეგობრულად, კოლეგიალურად გეუბნებით, რომ ეგ თქვენი წყარო აბსოლუტური მატყუარაა, არ ვიცი, სხვებზე რას ამბობს, მაგრამ ჩვეულებრივად გიყენებთ.  ეჭვი არ შემაქვს, რომ თქვენ იმ მედიასაშუალებებში არ ხართ, რომლებიც ათას სიბინძურეს აქვეყნებენ პირადად ჩემზე, არც კი ვაქცევ ყურადღებას საერთოდ. ისინი არც მირეკავენ, არც მეკითხებიან არაფერს და საშინელებებს აკეთებენ. თქვენ ასე არ ხართ და ამიტომ გიხსნით - ეს ინფორმაცია აბსოლუტური უნამუსობაა და იმაზე ვგიჟდები, რომ „ოცნებამ“, რომელმაც ასე მოიმტვრია ცხვირ-პირი იმის ძახილით, რომ „ნაცები“ ხართო, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამის „ნაცებმა“ გადაუსწრეს ხმებში, მაჩანჩალა აღმოჩნდა აბსოლუტური, ისევ რომ ამ ტაქტიკას მიყვება, ესაა კატასტროფა. ახლა იპოვეს გამოსავალი, რომ „კავკასიას“ ნაციონალური მოძრაობა აფინანსებს. მოყვეს ერთი, როგორ მაფინანსებს, ჩუმად მაფინანსებს, ქეისით, თუ როგორ? მოვიდნენ და მელაპარაკონ.“

„ვერსიის“ კითხვაზე - 20 000 ლარით დაფინანსების შესახებ რესპუბლიკელების ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეფონი გაგვითიშა პასუხით: „კარგით, კარგად იყავით, გმადლობთ!“ 

გია ხუხაშვილმა გვიპასუხა: „წავიდეს და იმკურნალოს წყარომ, რომელიც თქვენ ამ ინფორმაციას გაწვდით, ნაციონალები კი თავის სუს-ში მოიკიხოს!“ 

 

ანი მიროტაძე კი განაცხადა: „აი, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გაგიკეთოთ? ისე, ამ ჩამონათვალში, ცოტა უფრო ნაკლები ანაზღაურება რომ მქონოდა, გავბრაზდებოდი, მაგრამ არ მაკმაყოფილებს ეს თანხა. ეს სია ვინც ჩამოწერა, არ ვიცი, ასე იაფად როგორ შემაფასა. ჩემი მხარდაჭერა ასეთი იაფი როგორ უნდა ღირდეს, რა სისულელეა?! ისეთივე  კომენტარს გაგიკეთებთ, როგორიც ეს ინფორმაციაა: სხვებთან შედარებით დაბალანაზღაურებადი რომ ვყოფილიყავი, გავბრაზდებოდი. მართალია, ცოტა დავწყნარდი, თუმცა ეს 500 ლარი მაინც დაბალია. წყაროებს, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ, მოვუწოდებდი, რომ ფანტაზიებს მიხედეთ, ფანტაზიებს!“  

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში