რა ახალ შესაძლებლობას იძლევა სამგორის გამგეობასა და გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) შორის გაფორმებული მემორანდუმი

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს, საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლიკოვაცმა და სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ვარკეთილი 3-ის მასივში, შერჩეულ ლოკაციაზე, ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტთა და დაბრუნების თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სათემო პროექტის, „საყოფაცხოვრებო სერვის ცენტრის“ შექმნისა და მისი ფუნქციონირების ხელშეწყობას. 

 
საყოფაცხოვრებო სერვის ცენტრის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შექმნა სარემონტო-სამშენებლო მიმართულებით - ელექტრობის, სანტექნიკისა და წყალარინების ქსელის მოწესრიგებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტსა და სხვ.
პროექტი შესაძლებლობას იძლევა, დამწყებმა და დაუსაქმებელმა ხელოსნებმა სამეწარმეო და პროფესიული კომპეტენციები გაიუმჯობესონ, ასევე, პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო, სარემონტო-სამშენებლო ტექნიკასთან/ინვენტართან წვდომის შესაძლებლობები გაუჩნდეთ. 
სათემო ინიციატივა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება: პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ ფარგლებში ხორციელდება.
ხელმომწერმა მხარეებმა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.