ჯორდანმა საკუთარ დაბადების დღეზე 10 მილიონი დახარჯა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარებული, არაერთი ვერსიით, მეოცე საუკუნუს საუკეთესო სპორტსმენი მაიკლ ჯორდანი 17 თებერვალს 60 წლის გახდა. კალათბურთის ლეგენდა არ მალავდა, რომ ამ დღის აღნიშვნა განსაკუთრებულად სურდა და სოლიდური თანხის დახარჯვასაც აპირებდა. საუბარი მილიონებზე იყო და მაერიკული გამოცემები დიდ ფულს იხდიდნენ იმის გასაგებად, სად გადაიხდიდა გრანდიოზულ წ ვეულებას მაიკლი, მან კი...

„Make A Wish არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს ეხმარება. სწორედ იმ ბავშვებს, რომლებიც უმძმეს დაავადებებს ებრძვიან და მათ ოცნებებს უსრულებს. ოცნებებს, რომლებიც აქვთ და რომლებიც სწორედ დაავადების გამო, შესაძლოა ვერ განახორციელონ, ვერ მოასწრონ. გადავწყვიტე, ჩემი 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ამ ფონდს 10 მილიონი დოლარი გადავურიცხო“,-განაცხადა ჯორდანმა და სიტყვაც აასრულა - საკთარ დაბადების დღეზე არნახული თანხა დახარჯა.

Make A Wish-ის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ორგანიზაციის არსებობის 43-წლიან ისტორიაშ, ერთჯერადად ამხელა თანხა ფონდისთვის არასდროს არავის შეუწირავს.