ახალი ენა დაუმზადეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ანტალიაში მცხოვრებ ქალბატონს, რომელიც სიმსივნითაა დაავადებული, მისივე ბარძაყისგან ახალი ენა დაუმზადეს. დიდი ხანია, რაც 45 წლის სეჰერ არსლანი ებრძვის მძიმე სენს - მას სიმსივნე ენაზე აქვს. ამის გამო, ის ქმარმა მიატოვა და ორი წლის ბავშვთან ერთად, სეჰერი მარტო უმკლავდებოდა სიძნელეებს. მთელი ამ წლების განმავლობაში, ის ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. ცოტა ხნის წინ, ამ მნიშვნელოვანი ორგანოს აღსადგენად, თურქმა მედიკოსებმა ურთულესი, ფილიგრანული ოპერაცია ჩაატარეს - დაზიანებული ენის ნაწილი მოკვეთეს და იმპლანტი მიაკერეს, რომელიც პაციენტის ბარძაყიდან აღებული ქსოვილებისგან დაამზადეს. ექიმების თქმით, ამჟამად სეჰერის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.