Menu
RSS

World Class Georgia _ პირველი პრემიუმ კლასის ფიტნეს-კლუბი თბილისში

World Class-ის ისტორია 1983 წელს, სკანდინავიაში დაიწყო. დღეს, მსოფლიოში უკვე 84 კლუბი ფუნქციონირებს. საქართველოში ფიტნეს-კლუბს Georgian Fitness Group წარმოადგენს. პირველი კლუბისთვის, კომპანიამ 3 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სულ მალე, თბილისში ამ ქსელის მეორე კლუბი გაიხსნება. საქართველოში ფიტნეს-ინდუსტრიის ბაზრის ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ,,ვერსიას'' World Class Georgia -ს მარკეტინგის დირექტორი, ნინო ხუროძე ესაუბრა.

 

_ ნინო, როგორ შეიქმნა World Class საქართველო? 

_ ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა მსოფლიოშიო დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფიტნეს-კლუბები ყველა, თანამედროვე ტიპის ქალაქის განუყოფელი ნაწილია. თბილისში, პრემიუმ კლასის ფიტნეს-კლუბების გახსნის იდეა ბიზნესმენებს _ არჩილ გელოვანსა და ლევან კაჭარავას ეკუთვნით. პროექტზე დიდხანს ვმუშაობდით, კარგად შევისწავლეთ ბაზარი. კვლევებმა გვაჩვენა, რომ ხარისხიაი მომსახურების მიღებასა და პროფესიონალურ სერვისზე, დიდი მოთხოვნა იყო. ბაზრის კვლევის პროცესში გაირკვა, რომ თბილისში არ იყო პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი და შესაბამისი ხარისხის ფიტნეს-კლუბი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ სეგმენტზე გვემუშავა და საერთაშორისო ბრენდი შემოგვეყვანა საქართველოში, ისეთი, როგორიცაა World Class-ი. 

მისი ისტორია სკანდინავიაში დაიწყო და დღეისთვის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში,  უკვე 84, სხვადასხვა ფორმატის კლუბს აერთიანებს. ამის მიუხედავად, პრემიუმ ხაზი ყველგან არ არის. ამ მხრივ, ჩვენი კლუბი ევროპის ქვეყნებს შორის, გამორჩეულია. რამდენიმე თვის წინ, World Class-ის საერთაშორისო შეკრებაზე, სათაო ოფისის წარმომადგენლებმა სწორედ ჩვენ, World Class-ის თბილისის დელეგაციას გვთხოვეს, გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება _ ახალ ბაზარზე, მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო ბრენდის შეყვანის თაობაზე. ამით ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს გუნდმა მისია წარმატებით შეასრულა!    

ვინაიდან World Class-ი გაიგივებულია მაღალ ხარისხთან და პროფესიონალიზმთან, ფიტნეს-კლუბის მწვრთნელების შესარჩევად, კონკურსი ჩატარდა, რომელიც World Class-ის სათაო ოფისის წარმომადგენლებმა ჩაატარეს თეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში. ამ ტესტების შედეგად, შევარჩიეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. შერჩევის შემდეგ, მწვრეთნელები 7-8 თვის მანძილზე გადამზადების კურსს გადიოდენ, რათა სრულად ეპასუხად World Class-ის სტანდარტებისათვის და დღეისთვის, ,,ინტერნაციონალური'' და მაღალპროფესიული მწვრთნელების გუნდი გვყავს, რაც რეალურად საქართველოსთვის სიახლეა და ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რესურსიც ჩავდეთ. ჩვენი მწვრთნელები ასევე სერტიფიცირებულები არიან Less Mills-ის პროგრამაში, რაც საშუალებას გვაძლევს ჯგუფურ პროგრამებშიც ლიდერები ვიყოთ. ჩვენი კლუბი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის Technogym -ის, ასევე მხოლოდ პრემიუმ კლასის სავარჯიშო დანადგარებითაა აღჭურვილი. გვაქვს მაღალტექნოლოგიური ჰაერის ცირკულაციის სისტემა, ესეც World Class-ის სტანდარტის შესაბამისია და მთლიანობაში, კლუბის ყველა კომპონენტი ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც კლუბის წევრები თავს კომფორტულად გრძნობენ. როგორც ჩვენი სპორტული სერვისია პრემიალური, ასევე ჩვენი კლუბის ლოკაციაც პრემიალურია, ჩვენი კლუბიდან მთელს თბილისზე იშლება შესანიშნავი ხედი, რაც მომხმარებლებს განსაკუთრებულ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.  


_ რა თავისებურება ახასიათებს ფიტნეს-ინდუსტრიის ბაზარს საქართველოში, აქვს თუ არა განვითარების პერსპექტივა?

_ რეალურად, ეს დარგი ახლა ვითარდება. ჯანსაღი ცხოვრება და სპორტული აქტივობები ტრენდშია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ განვითარების პერსპექტივა როგორც ეკონომ, ისე პრემიუმ სეგმენტებს აქვთ. ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მოთხოვნა მზარდია. მაგალითად, ფიტნეს-ინდუსტრიით, თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 0.6%-ია დაინტერესებული, ინგლისში ეს მაჩვენებელი 70%-მდეა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში _ 10 %-მდე. ჩვენ ეს ბიზნესი მაშინ დავიწყეთ, როდესაც ფიტნეს-ინდუსტრიით, თბილისელების 0.2%-იც კი არ იყო დაინტერესებული, ამ ბიზნესს კოლოსალური პერსპექტივა აქვს. 

_ რა სერვისებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

_ ყველა მომხმარებელი, თავდაპირველად, ტესტს გადის და ეს მომსახურებაც პირველად ჩვენ დავნერგეთ. ორგანიზმის სკანირებას სპეციალური აპარატურის საშუალებით ვაკეთებთ და მომხმარებელს ვაძლევთ ინფორმაციას მისი სხეულის პრობლემური ზონების შესახებ. ამ ანალიზზე დაყრდნობით, მზადდება ყოველი მომხმარებლისათვის რეკომენდაციები და ვარჯიშის გეგმა. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი ჯგუფური პროგრამები. მაგალითად, Zumba-ზე ორი და სამი საფეხურით უფრო გაუმჯობესებული პროგრამები გვაქვს, როგორიცაა Less Mills-ი და ჩვენს მომხმარებლებს შორის უკვე საკმაოდ პოპულარულია. ამავე პროგრამას აქვს ცეკვისა და კრივის ელემენტებით Body Combat -ი, გვაქვს Pilates, ასევე საცეკვაო პროგრამა  Dance Mix -ი, ვარჯიშის მოსამზადებელი _ Body Balance, იოგა და სხვა. გარდა ამისა, არის ინდივიდუალური პროგრამებიც. სხვათა შორის, გვაქვს რამდენიმე ექსკლუზიური პროგრამა და მათ შორისაა ვარჯიში ჰამაკებით, რომელიც მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ. კლუბში ასევე გვაქვს ფიტნეს-კაფე, სადაც კლუბის წევრები მწვრთნელების მიერ შერჩეული სპეციალური პროგრამით, საკვებსა და საკვებ-დანამატებს იღებენ. თანამედროვე სამყაროში, ეს ძალიან კომფორტული სერვისია. 

_ სამედიცინო-სარეაბილიტაციო მომსახურება თუ გაქვთ?

_ პირდაპირი მნიშვნელობით სარეაბილიტაციო ცენტრი არ ვართ, მაგრამ გვყავს სამედიცინო-სარეაბილიტაციო დარგის პროფესიონალი სპეციალისტები და შესაბამისი სავარჯიშო დანადგარებიც გვაქვს, რომლებზეც მხოლოდ პოსტ-ტრავმული, სარეაბილიტაციო ვარჯიშები ტარდება. მაგალითად, ერთ დანადგარზე 160 ვარჯიშის შესრულებაა შესაძლებელი.  

_ აპირებთ თუ არა ამ ბიზნესის გაფართოებასა და სხვა ფილიალების გახსნას? 

_ ჩვენი კომპანია 2 წლის წინ გამოვიდა ინიციატივით, რათა ვაკეში, ახალი საჩოგბურთო კორტების მიმდებარედ, World Class-ის სრულფორმატიანი კლუბი გაგვეშენებინა და გაუმჯობესებულიყო საჩოგბურთო კორტების კომპლექსი. სამწუხაროა, რომ ჩვენი სრული მზადყოფნისა და გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიუხედავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაშინდელ მესვეურებთან თანამშრომლობა ვერ შედგა. ორივე მხარე დაზარალდა, ერთის მხრივ, ქვეყანას კორტების განვითარების კონცეფცია დაუსრულებელი დარჩა და საინვესტიციო პროექტიც ვერ განხორციელდა. ამ ეტაპზე, ახალ ლოკაციას ვარჩევთ, პროექტს ხელახლა ვამუშავებთ, რათა ახლა უკვე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვა მოვიპოვოთ. საინვესტიციო ჯგუფი მზადაა, პროექტი 2020 წლამდე დაასრულოს. World Class-ის ახალი კლუბი გაცილებით მრვალფეროვანი და მოცულობითი იქნება _ საცურაო აუზითა და სპა-ცენტრით, სკვოშის კორტებით. ახალ კლუბში განსაკუთრებული ადგილი ექნება საბავშვო, სპორტულ და გასართობ ზონას. World Class-ს სპეციალიზირებული პროგრამები აქვს ბავშვებისთვის _ 14 თვის ასაკიდან. ეს ინოვაცია ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღებისა და სიამაყის  აქტივია. ესაა, როგორც სპორტული ვარჯიშები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები, რაც საქართველოში, ამ ეტაპზე, არ არსებობს. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში