ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ზაალ გოგსაძეს შეხვდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხორვატიის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ზაალ გოგსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი