საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული დახვდა, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

მთავრობის მეთაურმა და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.