Menu
RSS

საქართველოს ბანკის ახალი პორტალი _ ბიზნეს ჰაბი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

შემაჯამებელი და სრული ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამების შესახებ

მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, მხარდაჭერისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა უნიკალური, ქართულენოვანი პორტალი _ ბიზნეს ჰაბი შექმნა. როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ აღნიშნა, ეს პორტალი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, რათა ბიზნესისთვის საჭირო და აქტუალურ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა სახის ბიზნეს-სტრატეგიას გაეცნონ. პორტალი ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს რჩევები, თუ როგორ წამოიწყოს, განავითაროს, ან გააფართოვოს საკუთარი ბიზნესი.

,,საქართველოს ბანკის'' გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, პორტალის მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ე.წ. ტაბში _ „იდეიდან წარმატებამდე“, სადაც კონკრეტული რჩევები და ინსტრუმენტებია განთავსებული. კერძოდ, მისი საშუალებით, ხელმისაწვდომია ინფორმაცია ბიზნეს-მოდელების, ბუღალტრული აღრიცხვისა და სამართლებრივი საკითხების შესახებ, რაც ნებისმიერ მეწარმეს დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას მისცემს. როგორცKკახა კიკნაველიძემ განმარტა, „ბიზნეს ჰაბის“ უნიკალურობას მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია განაპირობებს, მათ შორის, პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად, მარკეტინგის, გაყიდვების სტრატეგიის, ადამიანური რესურსების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს, საკუთარი ბიზნესი ეფექტურად მართონ: 

,,საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ აქედან გამომდინარე, შევქმენით პორტალი „ბიზნეს ჰაბი“, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, სწორედ მისთვის საჭირო ინფორმაცია მოიძიოს სხვადასხვა მიმართულებით. პორტალზე მოცემული მრავალფეროვანი სიახლეები შესაძლებლობას მისცემს ადამიანს, ზუსტად ჩამოაყალიბოს, თუ როგორ უნდა დაიწყოს, განავითაროს და მართოს საკუთარი ბიზნესი“. 

კახა კიკნაველიძის თქმით, საქართველოს ბანკის ახალი პორტალის საშუალებით, მომხმარებელი გაეცნობა დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ბანკის ბიზნესის ისეთი პროექტების შესახებ, როგორებიცაა DჩFთA, ასევე სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში''. მეტიც, ამავე პორტალის საშუალებით, დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნობიან საქართველოს ბანკის პროექტს #მევქმნი, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და მისი განვითარების ხელშეწყობას, როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური თვალსაზრისით: 

,,ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ერთი პორტალის საშუალებით, შეჯამებული ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის წასახალისებლადაა მიმართული. მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს ეკონომიკის განსავითარებლად. ამ მხრივ, საქართველოს ბანკი ბევრ ღონისძიებებს ატარებს და შედეგად, მიკრო, საშუალო და მცირე ბიზნესის დაკრედიტებამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ერთი წლის მანძილზე, მიკრო, საშუალო და მცირე ბიზნესის დაკრედიტება დაახლოებით, 22%-ით გაიზარდა''. 

,,ვერსიის'' კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოს ბანკის ახალი პორტალის საშუალებით, უცხოელი ინვესტორებიც დაინტერესდნენ, ხოლო ბიზნესის წამოწყების მსურველები ბანკს პირდაპირ პორტალის საშუალებით დაუკავშირდნენ, კახა კიკნაველიძემ გვიპასუხა: 

,,ეს საიტი საინფორმაციოა, თუმცა დეტალური ინფორმაციაა განთავსებული, თუ როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, რაც ნებისმიერ ბანკთან ურთიერთობისთვის აუცილებელი პირობაა. ცხადია, აქვეა საკონტაქტო ინფორმაცია, თუ როგორ შეძლებთ, დაუკავშირდეთ ბანკს. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს, ჯერჯერობით, ეს საიტი მხოლოდ ქართულენოვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ ინვესტორებთან. ვაცნობთ საქართველოს ბიზნეს-გარემოს, რეგულაციებსა და მათ ინვესტიციებსაც აქტიურად ვუჭერთ მხარს''. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში