Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლადო სადღობელაშვილი დააკავა!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო, „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავა. 

სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხ¬მებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. 

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ით¬ვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხ¬ვებს დაპირისპირების სხვა მონაწილე პირები პასუხობენ, შესაბამისად არ არის გამორიცხული, კიდევ რამდენიმე პირი დააკავონ. 

20 მარტს, 5 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია რუსთავი2-ის წამყვანი გიორგი გაბუნია, დაკითხულია ჟურ¬ნალისტი დავით ერაძე, რომელსაც ფიზიკურად გაუწორდნენ და მომხდარი ინციდენტის სხვა მონაწილეები და თვითმხილველები.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში