ვინ დანიშნა „გრეჩიხები“ საქართველოს მთავარ „გამსილაქებლებად“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიკა გვარამიას გალახვიდან ვანო მერაბიშვილი გალახვამდე

 2023 წლის პირველი პოლიტ-კრიმინალური წარმოდგენის პრემიერა, როგორც იტყვიან, ანშლაგით შედგა. ერთმოქმედებიანი დრამის მთავარი პრესონაჟები კარგად ნაცნობი სახეები არიან - გიგიშა, იგივე მომღერალ „უცნობის“ სიძე და ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. „პრემიერის“ შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „აი ია“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და „უცნობის“ პოლიტიკურმა ძმადნაფიცმა, ვატო შაქარაშვილმა გაავრცელა. კერძოდ, მან სოცქსელში დაწერა:

„არანაირი სინანული, არანაირი განცდა დანაშაულისა, პირიქით! ერთადერთს დარდობენ, რომ ორ გვამს უკვეთავენ და აღარ სრულდება ძველებურად… ისევ უნდათ შეუზღუდავი ძალაუფლება და რაც დაგვაკლეს ერთიანად აგვინაზღაურებენ! სანამ ისე მოიქცევით, როგორც გივია თარგამაძე მოიქცა დღეს, ქალაქში მშვიდად ვერასდროს ივლით! ისევე, როგორც თქვენი ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმის “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი, რომელსაც გუშინ საღამოს "მოხვდა" ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში! "მოხვდა", ყველა გამწარებული, შეურაცხყოფილი, ნაწამები ადამიანის სახელით! მოხვდა და ეს თქვენი, ოდესღაც “უძლეველი ძალოვანი” უკანასკნელი ვირთხასავით გაიქცა, ჩამოიფერთხა და გაიძურწა! როგორც ვიცი პოლიციაშიც არ განუცხადებია, ალბათ არ უნდა სექტამ ასეთ მდგომარეობაში იხილოს!

გაჩერდით! დაასრულეთ! თავი დახარეთ და ბოდიში მოიხადეთ! ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას! ნაცვლად იმისა, რომ წარსულში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს ინანიებდეთ, ყოველდღიურად აგრძელებთ ბინძურ პროვოკაციებს! გაფრთხილებთ, ვანოზე პანღური მონაგონი იქნება!“

ის, რომ ვანო მერაბიშვილი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია, ახალი ამბავი არ არის. უფრო მეტიც, მერაბიშვილმა რამდენიმე წელი ციხეშიც გაატარა. სხვა საქმეა, თავს დამნასავედ მიიჩნევდა და მიიჩნევს თუ არა, მაგრამ ფაქტია, ქართულმა მართლ მართლმსაჯულებამ სხვადასხვა ეპიზოდის გამო პასუხი აგებინა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში არარ ჩარეულა. სხვადასხვა დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში იმყოფებოდა. ბოლოს, ისიც ითქვა, რომ ევროპულ სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად თითქოს დიდი ანტრუსული მოძრაობა შექმნა.

ერთი სიტყვით, მერაბიშვილი საქართველოში აქტუალური პერსონა აღარ არის, თუმცა ბოლო დროს ხმა გავარდა, ენმ-ში დაწყებული შიდა ბუნტის უკან სწორედ მერაბიშვილი და დავთ კეზერაშვილი დგანანო. უფრო სწორად, „კეზერას“ დავალებებს ვანო ასრულებს, ფულიც მას მისცა თავდაცვის ექსმინისტრმა, ენმ-ში არეულობა რომ დაწყებულიყო, მაგრამ ამ ფულის ნახევარი ვანომ პირადი მიზნებსთვის გამოიყენაო.

ასე და ამგვარად, იმ დროს, როცა თითქმის ყველას ეგონა, რომ საქართველოში არ იყო, „უცნობის“ სიძემ შუაგულ ვაკეში მერაბიშვილი არათუ „გაჩითა“, არამედ, გაასილაქა კიდეც.

არ ვიცი, ვის რა, მაგრამ ამ ამბავმა პირადად მე, ასევე, სუაგულ ვაკესი ნია გვარამიასთვის, მარინა ბერიძისა და სხვებისთვის სეურაცხყოფის მიყენება აგამხსენა. მაშინაც მთავარი პერსონაჟი „გრეჩიხების“ ოჯახის წევრი ანუ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე იყო.

„დრამატურგი მანანა დოიაშვილი ერთ-ერთია, ვინც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე რესტორანში მომხდარ თავდასხმას შეესწრო. დოიაშვილი თავდასხმის დეტალებზე „ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. როგორც ირკვევა, თავდასხმის დროს რესტორანში გვარამიასთან ერთად რამდენიმე ცნობილი სახე იმყოფებოდა:

"ეს ფაშიზმია, რაც დღეს მოხდა! დასაფლავების მერე, ჩვენი დიდი თხოვნით ნიკა წამოგყვა ყავის დასალევად, რომ გადათიშული ცოტა აზზრზე მოსულიყო. მაგიდას ვუსხედით ყველაზე მშვიდობიანი ხალხი: მე, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ნახუცრიშვილი, ქეთი ენდელაძე, მარინა ბერიძე და დოი (რეჟისორი დათო დოიაშვილი). მოშორებით 4 ბიჭი სვავდა. შემდეგ შუქი ჩაქრა და სწორედ ამ დროს ამათგან ორი ბიჭი, თავზე კაპიშონით ჩუმად, ფეხაკრეფით ზურგიდან მიუახლოვდა ნიკა გვარამიას და გამეტებით დაუწყო თავში მუშტების რტყმა. როცა დოი წამოხტა, მეორე მას გაუსწორდა. მერე გინებით კისრისტეხვით მოკურცხლეს. ერთმა პატარა ფაშისტმა ეს აღიარა, რაც დიდმა მამა ფაშისტმა მოუწონა, ყოჩაღ, ზურგიდან, ჩუმად რომ მიეპარე და ურტყი და გაიქეციო! ეს ყველაფერი შობის დღეს მოხდა! ასე შევხვდი ჩემს დაბადების დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში! ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის!" - წერს მანანა დოიაშვილი.

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს, - წერდა 2017 წლის იანვარში ქართული მედია.

ამ ორი ფაქტიდან გამომდინარე, ბუნევრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა - „გრეჩიხების“ სიძეები და შვილები ერის ციციკორეებად ვინ დანიშნა? შეიძლება, ვანო მერაბშვილიც დამნაშავეა, ნიკა გვარამიაც და კდევ ბევრი სხვაც, მაგრამ იმისთვის, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს, სასამართლოა საჭირო. სახალხო სასამართლო საქართველოში არ მოქმდებს - ჩვენ პრეტენზია ცივილურ ქვეყანაზე გვაქვს და იმისთვის ვიბრძვით, რომ მინიმუმ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ. ამ დროს კი „გრეჩიხების“ დინსტია დღისით, მზისით, ხალხისდასანახად ხან ვის ურტყამს და ხან - ვის. საქართველო ამ ძმებმა და მათ ნაშიერება ყომარში მოიგეს თუ რაშია საქმე?

ახლა, თუ „მუსკულებზე“ მიდგება საქმე, „გრეჩიხებზე“ მაგარი მუშტი შეიძლება, სხვებს აქვთ, თანაც ამ ქვეყანაში ცოტანი არ იქნებიან ისინი, ვისაც იგივე „გრეჩიხები“ და მათი სიძე-შვილები გულზე არ ეხატეათ და რა, ეს ადამიანები უნდა გამოვიდნენ და „უცნობ“-„გრეჩიხებს“ სულ პანღურები უნდა ურტყან?

სხვათა შორის, თავის დროზე რატო გაჩეჩილაძემ ნიკა გვარამიაზე თავდასხმა აღიარა. ვანო მერაბიშვილის ცემას არც „უცნობის“ სიძე უარყოფს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, იფრთხილეთ: შეიძლება, თვალში არ მოუხვიდეთ და, ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი ან, სულაც, „უცნობის“ სიძე გაგლახავთ! 

 

ნინო დოლიძე