"2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გარემოს დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„რაც შეეხება გარემოს დაცვას, მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის აღდგენა. წლევანდელი 11 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა - 880 000-ს გადააჭარბა, უფრო სწორად. ამიტომ, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა მივმართოთ ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით’, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები.

„რაც შეეხება წყალმომარაგებას, გეტყვით რომ ჩვენი დაპირება იყო და არის, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ახლა მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების წყალმომარაგების პროექტები, 200-ზე მეტ მდებარეობაში, წელს მიმდინარეობდა ეს პროექტები. წელს მაგალითად დასრულდა 38 ადგილას წყალმომარაგების პროექტები, შედეგად 140 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2025 წელს დავასრულებთ ყველა ქალაქის წყალმომარაგების პროექტს და 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება ჩვენს მოსახლეობას”, - განაცხადა პრემიერმა.