Menu
RSS

კახა კალაძემ 19 კომისია გააუქმა

„მიზანშეწონილად მიმაჩნია ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმება. ამ ინიციატივით მივმართავ შესაბამის ორგანოებს“, _ განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და ის გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის თანახმად, ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ 2014-2017 წლებში შექმნილი 19 კომისია, საბჭო თუ ჯგუფი უქმდება. მათგან 7, უშუალოდ დავით ნარმანიას განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები მიიღებენ.
გაუქმებული კომისიებია: 1. ,,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით უწყებათაშორისი კომისია“; 2. ,,თბილისის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია“; 3. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების კომისია“; 4. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“; 5. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები) გასეირნებისათვის სპეციალური ადგილების შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფი“; 6. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისია“; 7. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ მომუშავე კომისია“; 8. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციის სამუშაო ჯგუფი“; 9. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ თბილისში საზოგასდოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანისას, ელექტრონული გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადთა შეფასების, შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კომისია“; 10. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრთა დამნიშვნელი კომისია“; 11. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისია“; 12. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე (LED) გადასვლის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია“; 13. ,,თბილისის მუნიციპალიტეტში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესარჩევი კონკურსის თაობაზე ჯგუფი“, 14. „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების ფუნქციონირების რეგულირებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საბჭო“; 15. „2017-2018 წლის საახალწლო ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზებულად განხორციელების კომისია“; 16. „თბილისის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი“, 16. „ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი“; 17. „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში და თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და გამართული ფუნქციონირების სამუშაო ჯგუფი“; 18. „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი-ს საქართველოს ფილიალს“ შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 04 09/10/320“ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, ინსპექტირების სამუშაო ჯგუფი“.
გარდა ამისა, კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში, ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, ისე, რომ არც მოსახლეობას შეექმნას დისკომფორტი და არც მოძრაობა შეფერხდეს. კალაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაახმოვანა _ ფონიჭალაში, III მიკრორაიონის 28-ე კორპუსში და IV მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრებ 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მერის განმარტებით, სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და სამშენებლო კომპანიები მკაცრად გაკონტროლდებიან. ყურადღება მიექცევა უკანონო, უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობების საკითხსაც.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში