სტრადივარის ვიოლინოს საიდუმლო გაშიფრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელმა ქიმიკოსებმა ანტონიო სტრადივარის ორი ვიოლინო შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ოსტატი, ლაქის წასმამდე, ინსტრუმენტს ცხოველური წარმოშობის ცილებით ფარავდა, მათ შორის, კოლაგენითაც. ეს ფენა ავსებდა უმცირეს უსწორმასწორობას და სიმებიანი ინსტრუმენტის ჟღერადობას აუმჯობესებდა. საიდუმლო ფენა ქიმიკოსებმა ვიოლინოების - „სან-ლორენცოსა“ (1718 წელს შეიქმნა) და „ტოსკანოს“ (1690 წ.) სინქროტრონული დასხივების წყალობით აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ეს დიდი იტალიელი ოსტატის ერთადერთი საიდუმლო არ არის. რამდენიმე წლის წინ, ტაივანელმა ქიმიკოსებმა სტრადივარის ინსტრუმენტებზე მინერალური კონსერვანტი აღმოაჩინეს, რომელიც კალციუმის, სპილენძის, ალუმინის, ნატრიუმისა და თუთიისგან შედგებოდა.