სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე - „კრიმინალური წარსულით?"

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის შემდეგ პარლამენტის ხელმძღვანელიც შეიცვალა. ახალი თავმჯდომარე ალან ალბოროვია, რომელსაც ცხინვალში “კრიმინალურ წარსულს” ახსენებენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურთ.

სამხრეთ ოსეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი პრეზიდენტი ალან გაგლოევი აგრძელებს პოლიტიკური ველის გასუფთავებას. ასე გამოეხმაურა საზოგადოება პარლამენტის ხელმძღვანელის ვადამდე ადრე დანიშვნას.

საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარე ალან ტადტაევი იძულებული გახდა ვადამდე გადამდგარიყო “ნიხასის” პარტიის დეპუტატების ზეწოლის შედეგად.

სამხრეთ ოსეთში ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გაგლოევის გარემოცვის წარმომადგენელი, “ნიხასის” ყოფილი ხელმძღვანელი და ახლა დეპუტატი ამ პარტიიდან, პარლამენტის მრეწველობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, ალან ალბოროვია.

ალან ტადტაევს ცხინვალში წაუყენეს ულტიმატუმი: „ან ნებაყოფლობით დატოვებთ თანამდებობას, ან გამოგიცხადებთ უნდობლობას“. შანტაჟი და მუქარა მაისიდან სექტემბრამდე გაგრძელდა.


ორი პრეზიდენტის პარტიებს შორის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება – პირველის გამარჯვებით დასრულდა. საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე გამოცხადდა, რომ ალან ტადტაევი, სავარაუდოდ, ნებაყოფლობით ტოვებს თანამდებობას.

ახალი სპიკერის თანამდებობაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ალან ალბოროვი და “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი აცამაზ ბიბილოვი.

ალან ალბოროვმა, არჩევის შემდეგ, დაარწმუნა დეპუტატები და მოსახლეობა, რომ „პარტიული კუთვნილებისა და ფრაქციის მიუხედავად, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ“.

ყოფილმა სპიკერმა ალან ტადტაევმა იმედი გამოთქვა პარლამენტის შემდგომი კონსტრუქციული მუშაობისთვის და გაიხსენა, რომ სწორედ ალბოროვმა და მისმა ოპოზიციურმა კოალიციამ გამოუცხადეს ბოიკოტი პარლამენტის მუშაობას ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რითაც პარალიზებული იყო საკანონმდებლო შტოს საქმიანობა:

„გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ გაუგებრობის, დაპირისპირების, ბოიკოტის მაგალითები ცალკეული დეპუტატების მიერ. რამდენიმე წელი ყველანაირად ვცდილობდი მოლაპარაკება მეწარმოებინა ყველა ფრაქციის დეპუტატებთან, წავედი დათმობებზე, რომ პარლამენტს ნორმალურად დაეწყო ფუნქციონირება, მაგრამ ამაოდ“.

ვინ არის ალან ალბოროვი

საშუალო კლასის ბიზნესმენი, ალან ალბოროვი ცხინვალიდან, სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირების რიგებს 2012 წელს შეუერთდა, როდესაც ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი გახდა. სამშობლოში ხანგრძლივი არყოფნის დროს ალბოროვი საკმაოდ დავიწყებული იყო თვით ცხინვალშიც კი, მაგრამ თიბილოვმა მას მიანდო საბინაო და კომუნალური მომსახურების სფერო საქართველოს მოსაზღვრე, ლენინგორის რეგიონში.

იქიდან დაიწყო ყოფილი ბიზნესმენის კარიერული აღმავლობა. მოგვიანებით თიბილოვმა ის ცხინვალის მერად დანიშნა.

ორი წლის შემდეგ, მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, ალბოროვმა დაკარგა ხელმძღვანელობა “ნიხასში”, ის ალან გაგლოევმა ჩაანაცვლა. 2019 წელს, საპარლამენტო არჩევნებში, ნიხასებმა 4 მანდატი მიიღეს, მათგან ერთი ალბოროვს ერგო. მან ასევე დატოვა მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი.

ყველა ეს ფაქტი ალბოროვის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, მაგრამ რასაც ის საგულდაგულოდ მალავს არის მისი ნასამართლობა ბავშვის გატაცების ბრალდებით.

ალან ალბოროვი და მისი ძმა ოლეგ ალბოროვი ნასამართლევი არიან რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 330 მე-2 ნაწილი, მათ სასჯელის სახით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თავად ალბოროვი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და კომენტარსაც არ აკეთებს. თუმცა ეს დრამატული ამბავი ჩრდილოეთ ოსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ. ძმებმა ალბოროვებმა, რომლებიც მაშინ არყის ყიდვა-გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი, გაიტაცეს ბიზნესმენის ვაჟი, რომელსაც მათი საქონლის ვალი ჰქონდა.

სწორედ ალბოროვის კრიმინალური წარსული იწვევს მისი ფიგურის უარყოფას სამხრეთ ოსეთის ფართო სოციალურ-პოლიტიკურ წრეებში.

რაც შეეხება პარტია “ნიხასს” ის მაშინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა. თუმცა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაც კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე “ნიხასმა” ძლივს გადალახა 5%-იანი ბარიერი და 4 დეპუტატის მანდატი მიიღო. შედეგად, ასეთი კონფიგურაცია ჩამოყალიბდა, როდესაც პრეზიდენტ თიბილოვს არანაირი გავლენა არ ქონდა პარლამენტზე.

რას უნდა ველოდოთ ალან ალბოროვისგან, როგორც პარლამენტის სპიკერისგან? იმოქმედებს თუ არა მისი კრიმინალური წარსული ცხინვალის საკანონმდებლო ხელისუფლების რეპუტაციაზე?

„აქ სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ სამხრეთ ოსელ პოლიტიკოსებს კრიმინალური კვალი მიჰყვება. არჩევნების წინა დღეს ყველამ შეიტყო ალან გაგლოევის სუსტი, დაუცველი ადგილების შესახებ. ეს არის სამმაგი მკვლელობის საქმე… [იგულისხმება 2004 წელს რუსეთის სამი მოქალაქის მკვლელობა, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო ალან გაგლოევის ძმა – JAMnews]. ხელისუფლების კრიმინალისაგან გასაწმენდად სხვა მექანიზმებია საჭირო“, – ამბობს ექსპერტი ბადრი გაზატი.

წყარო: jam-news.net